ჟურნალის მისია

საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა არის ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი,  რომელიც განთავსებულია EBSCO სამეცნიერო ბაზაში. ჟურნალს გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ,  ქართულ და ინგლისურ ენებზე და იყენებს შემდეგ საერთაშორისო სტანდარტულ სერიულ ნომერს: ISSN-1987-8540.

ჟურნალის თემატიკა მოიცავს კონსტიტუციურ სამართალს, ადამიანის უფლებათა სამართალს და სხვა მომიჯნავე თემატიკას. ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ მსჯელობას და დისკუსიას ამ მიმართულებით, გაზარდოს ინფორმირებულობა თანამედროვე გამოწვევების და ტენდენციების, საქართველოს და სხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური სასამართლო ან/და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

 

ჟურნალის მართვა

ჟურნალის მართვას უზრუნველყოფს სარედაქციო საბჭო, მრჩეველთა საბჭო და მთავარი რედაქტორი.

 

სარედაქციო საბჭო

სარედაქციო საბჭო შედგება არანაკლებ 5 წევრისგან და მასში შედის მთავარი რედაქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი, სამართლის დარგის მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები.

 

მრჩეველთა საბჭო

ჟურნალის მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 7 წევრისგან. მრჩეველთა საბჭოს, შესაძლოა, ჰყავდეს საპატიო წევრები. საბჭოს წევრებად შესაძლებელია მოწვეულ იქნან დარგის აღიარებული ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები.

 

იხ. ჟურნალის დებულება