კონსტიტუციის მშენებლობის საფეხურები

ავტორები

  • ჰერმან შვარცი ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი. ავტორი

ანოტაცია

ისინი, ვინც კონსტიტუციას წერენ შექმნის პროცესში მყოფი დემოკრატიებისათვის, ბევრ დაბრკოლებებს აწყდებიან.

პირველ რიგში, მათ უნდა შექმნან ისეთი დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, მშვიდობიანად გადაჭრას რთული და კონფლიქტური საკითხები. იმავდროულად, უნდა შემუშავდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური სისტემა, რომელიც მოიცავს უმცირესობათა უფლებას - არ დაეთანხმოს და საკანონმდებლო უმცირესობის უფლებას გარდაიქმნას უმრავლესობად.

მეორე, -კონფლიქტური სიტუაციები ჩვეულებრივ იწყება სწრაფად და ამ საკითხების მოგვარებამ შეიძლება სამომავლოდ შექმნას პრობლემები. ტრანსფორმაციისას (საბჭოთა ბლოკის უმეტესი ქვეყნების მსგავსად) წაგებულები შეეცდებიან იმდენი ძალაუფლება შეინარჩუნონ, რამდენსაც შეძლებენ. თუ ცვლილება მოიცავს რეჟიმის სრულად შეცვლას, როგორც ეს ერაყში მოხდა, მაშინ გამარჯვებულები მეტოქეობას გაუწევენ ერთამანეთს ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამ დავების გადაჭრის საშუალებები ხშირად ინკორპორირებულია კონსტიტუციაში, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში მონობაზე კომპრომისების ჩართვამ რეალურად შესაძლებელი გახადა კონსტიტუციის მიღება, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე კარგი იყო ერისთვის.

უფრო მეტიც, კონსტიტუცია იწერება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, ჩვეულებრივ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში არსებობს ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა პრობლემები. არსებობს ცდუნება და ხშირად აუცილებლობა იმისა, რომ სწრაფად მოხდეს ამ პრობლემებთან გამკლავება.მაგრამ დებულებები, რომლებიც გამიზნულია პრობლემათა სწრაფად მოსაგვარებლად, შეიძლება შეუსაბამო აღმოჩნდეს მომავლისათვის.

ეჭვის ქვეშ დაყენება ყველა დოკუმენტისა, რომლებიც დაწერილია განსაზღვრულ დროსა და ადგილას, ნიშნავს იმას, რომ მომავლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. მომავალი ყოველთვის განსხვავებულია იმისგან, რასაც მოველით. ამგვარად, კონსტიტუციის პროექტის შემქმნელებმა დასაბამი უნდა მისცენ ისეთი მომავალი მთავრობების ჩამოყალიბებას, რომლებიც მყარად შეხვდებიან წარმოუდგენელ და გაუთვალისწინებელ პრობლემებს.

თითქმის უნივერსალური გამოცდილების ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ ადამიანის უფლებები დაუყოვნებლივ უნდა იყოს დაცული. როცა ავტორიტარული რეჟიმის შევიწროება მოხდა, საზოგადოებას განთავისუფლების შეგრძნება და თავისუფლებისაკენ სწრაფვის წყურვილი ჰქონდა, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა მღელვარების ეს გრძნობა. ახალი და ძველი დემოკრატიების გამოცდილება აჩვენებს, რომ, თუ საწყის ეტაპზე ადამიანის უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, მოგვიანებით ამის გაკეთება ძალზე რთულია.

ავტორის ბიოგრაფია

  • ჰერმან შვარცი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი.

    საკონსტიტუციო სამართლის სფეროში ცნობილი მოღვაწე. ვაშინგტონის იურიდიული კოლეჯის პროფესორი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

კონსტიტუციის მშენებლობის საფეხურები. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 1, 7-11. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/10