კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმი, სუბსიდიურობის პრინციპი და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი უფლებამოსილება

ავტორები

  • ედუარდ მარიკაშვილი მაგისტრანტი სისხლის სამართლის მიმართულებით ავტორი

ანოტაცია

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ეროვნული მართლმსაჯულება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნველოვანი ელემენტია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანიც სწორედ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა ეროვნული მართლმსაჯულების ევროპულ სტანდარტთან დაახლოების მცდელობაა. ოქმი, რომელიც ჯერ არ შესულა ძალაში და რომლის რატიფიცირებაც საქართველომ უკვე მოახდინა, მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარეკომენდაციო კომპეტენციის მინიჭებას. ოქმის ძალში შესვლის შემდეგ საქართველოს უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ წარმოებაში არსებულ საქმეებში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განმარტებისა და გამოყენების შესახებ სარეკომენდაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ქვემოთ წარმოდგენილ სტატიაში საუბარი იქნება სარეკომენდაციო დასკვნის რაობასა და მის თანმდევ შედეგებზე. გაანალიზდება ის უარყოფითი მოლოდინები, რაც ოქმის მიღებასა და საქართველოს მიერ რატიფიცირებას ახლდა თან. განხილულ იქნება სარეკომენდაციო უფლებამოსილება როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნულ დონეზე დაცვის ეფექტიანი მექანიზმი. ასევე, გაანალიზდება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ახალი უფლებამოსილება, მისი დადებითი და უარყოფითი ასპექტი ეფექტიანი მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების დაცვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.

ავტორის ბიოგრაფია

  • ედუარდ მარიკაშვილი, მაგისტრანტი სისხლის სამართლის მიმართულებით

    მაგისტრანტი სისხლის სამართლის მიმართულებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმი, სუბსიდიურობის პრინციპი და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი უფლებამოსილება. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 10, 27-42. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/100