საკონსტიტუციო ცვლილებები სომხეთში: ახალი საარჩევნო სისტემა, ძველი* პარტიული სისტემა

ავტორები

  • ნაუსიკა პალაცო ფულბრაიტის მკვლევარი, მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ; ავტორი

ანოტაცია

2015 წლის 6 დეკემბრის რეფერენდუმში სომხეთის მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს. ახალი კონსტიტუცია ოფიციალურად უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უფრო
ვრცლად დაცვას.** ამას გარდა, შემოვიდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩოც, რომელმაც სომხეთი საპარლამენტო დემოკრატიად აქცია. აქედან გამომდინარე, სომხეთმა, როგორც შესასწავლმა შემთხვევამ, დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ის ერთ-ერთი ქვეყანაა იმ მცირერიცხოვან დემოკრატიებს შორის, რომლებიც ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადადიან (რამდენადაც მე ვიცი, მეორე ქვეყანა ამ თვალსაზრისით მოლდოვაა). დრო და საკონსტიტუციო სამართალი მომავალში გვიჩვენებს, მისცემს თუ არა ახალი კონსტიტუცია „ბიძგს სიახლეებს“, როგორც პრეზიდენტმა სარქისიანმა აღნიშნა, თუ ხელისუფლების კიდევ ერთ იარაღად იქცევა ძალაუფლების უფრო მეტად განსამტკიცებლად.

ამ სტატიაში სომხეთის პარლამენტის მიერ 2016 წლის 25 მაისს მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსის ძირითად მახასიათებლებს აღვწერთ. საქმე ის არის, რომ კონსტიტუცია ითხოვდა ახალი კოდექსის მიღებას უმოკლეს ხანში, 2016 წლის 1 ივნისამდე. ახალი საარჩევნო სისტემის შემუშავებისას პარლამენტმა იტალიის საარჩევნო კანონმდებლობით ისარგებლა, კერძოდ, 2015 წელს მიღებული No 52/2015 (Italicum) კანონით. ამგვარად, სტატიაში განვიხილავთ ორივე საარჩევნო კოდექსს, იტალიურს და სომხურს, და არსებით ინფორმაციასაც მივაწვდით მკითხველს.ამას გარდა, გაკეთდება ამ ორი საარჩევნო სისტემის შედარებითი ანალიზიც იმ მიზნით, რომ დავინახოთ, თუ როგორ იქნა ინტერპრეტირებული ორიგინალი და მოხდა თუ არა სამართლებრივი „ტრანსპლანტაცია“. დაბოლოს, ამ ორ ქვეყანას შორის სტრუქტურულ მსგავსებებსა და განსხვავებებს აღვწერთ, რათა შევაფასოთ, წარმატებული იქნება თუ არა რეფორმა წარმომადგენლობასა და სამთავრობო სტაბილურობას შორის სათანადო ბალანსის დაცვაში, რაც რეფორმის დეკლარირებული მიზანი გახლავთ.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნაუსიკა პალაცო, ფულბრაიტის მკვლევარი, მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ;

    ფულბრაიტის მკვლევარი, მიჩიგანის უნივერსიტეტი, აშშ; ტრენტოს უნივერსიტეტის დოქტორანტი, იტალია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საკონსტიტუციო ცვლილებები სომხეთში: ახალი საარჩევნო სისტემა, ძველი* პარტიული სისტემა. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 11, 27-46. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/107