კარგი მმართველობა – ძირითადი უფლების კონსტიტუციური გარანტიები საქართველოში განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში
ანოტაცია
სტატია ეხება „კარგ მმართველობას“, როგორც პირის ძირითად უფლებას. სტატიაში განხილულია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ის კონსტიტუციური გარანტიები, რაც გათვალისწინებულ იქნა საქართველოში განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში. კერძოდ, რეფორმის შედეგად კონსტიტუციაში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს პირის ჩართულობას საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გვთავაზობს ახალ უფლებას ძირითად უფლებათა კატალოგში კარგი მმართველობის სახით, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციური კანონის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მე-18 მუხლის თანახმად, პირს აქვს უფლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმი სგონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვისა.
სტატიაში განხილულია „კარგი მმართველობის“, როგორც ძირითადი უფლების შემადგენელი ელემენტები და მისი ფარგლები, კერძოდ, პირის უფლება, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს მისი ინტერესებისა და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში, გაეცნოს საქმის მასალებს, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებადა განიხილოს საქმე გონივრულ ვადაში.
კარგი მმართველობა – ძირითადი უფლების კონსტიტუციური გარანტიები საქართველოში განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში
I. შესავალი
II. კარგი მმართველობა, როგორც ძირითადი უფლება
III. კარგი მმართველობის მიზანი და არსიგანხორციელებულიკონსტიტუციური რეფორმის
ფარგლებში
IV. დასკვნა