კონსტიტუციის განმარტება და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ხედვები
ანოტაცია
საკონსტიტუციო სასამართლოთა საქმიანობა – კონსტიტუციის საჯარო „კითხვა“, განმარტება, არსებითი გავლენის მქონე აქტივობაა. შედეგად, ხშირია შეფასებები სასამართლოს მიერ აქტივისტური თუ თვითშეზღუდვის პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით. ნაშრომის მიზანია იმ საკითხის გააზრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხედვები განსაზღვრულ ლოგიკას და თეორიას ეყრდნობა. კვლევის მცდელობაა, შექმნას სისტემური ხედვა, თუ რა ალტერნატივებით და განმაპირობებლებით მსჯელობს სასამართლო კონსტიტუციის განმარტებისას. ამოცანაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული სამეცნიერო თუ პოლიტიკური შეფასებები ეფუძნებოდეს საკითხის არაზედაპირულ გაანალიზებას. აღნიშნული ხედვების სინთეზისას, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, არსებობს თუ არა განმარტების კონკრეტული მეთოდები, მიდგომები, რომელიც პოლიტიზაციის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს და ამის ფონზე რამდენად შეძლებს სასამართლო, რომ ხელისუფლებისათვის იყოს ჯანსაღი ოპონენტი და საჯარო ნდობის ადრესატი.