პერსონალურ მონაცემთა დეპერსონალიზაცია, როგორც მონაცემთა სუბიექტის დაცვის გარანტია
ანოტაცია
თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია ადამიანთა არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემების დამცავი მექანიზმის – დეპერსონალიზაციის გარეშე, ვინაიდან ყოველი ინდივიდის ცხოვრება მოიცავს ისეთ დეტალებს, რომელთა გამჟღავნებამაც შესაძლებელია, განუზომელი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტს და მის გარშემო მყოფ პირებს.
წინამდებარე ნაშრომი ასახავს სხვადასხვა კატეგორიის მონაცემთა განმარტებას, განიხილავს თითოეულის მნიშვნელობასა და ხარისხს, განსაზღვრავს, რამდენად რელევანტური და მნიშვნელოვანია დეპერსონალიზაციის სამართლებრივი რეგულირება და პრაქტიკული განხორციელება იმისათვის, რომ მიიღწეს მონაცემთა სუბიექტის დაცვის საკანონმდებლო მიზანი.
ნაშრომი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მიმოიხილავს არამარტო ქართულ ნორმატიულ ბაზასა და პრაქტიკას, არამედ წარმოაჩენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიების შექმნის კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც, რაც დეპერსონალიზაციის, როგორც მონაცემთა სუბიექტის დაცვის გარანტიის ავკარგიანობის ანალიზის საშუალებას იძლევა.