პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასთან ბრძოლის სისხლისსამართლებრივი სტრატეგია
ანოტაცია
წინამდებარე სტატია ეხება საქართველოში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებულ დანაშაულს. სტატიის თანახმად, აღნიშნული დანაშაული ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მძიმე პრობლემად იქცა, რასაც სახელმწიფომ 2016 წლის საკანონმდებლო ცვლილებით უპასუხა. ამჟამად, ფაქტობრივად, ყველა პირის დასჯაა შესაძლებელი, ვისაც საიდუმლოს შემცველ მასალასთან ოდნავი შეხება მაინც ჰქონია. შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის შეუზღუდავი ფარგლების (როგორც შენახვის, ისე – გავრცელების კუთხით), სასჯელის უპრეცედენტოდ დამძიმებისა და სამართალდამცავი ორგანოების მობილიზების მიუხედავად, დანაშაულთან ბრძოლა კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს, რასაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების პერმანენტული გავრცელება და კონკრეტული შემთხვევის ანალიზიც ადასტურებს.
სტატია საერთაშორისო-სამართლებრივ ჭრილში განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლს, როგორც სახელმწიფოს მიერ დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკის ყველაზე აშკარა გამოხატულებას. ავტორის მოსაზრებით, სისხლისსამართლებრივი ნორმისა და სახელმწიფოს მოქმედებების წარუმატებლობის მიზეზი მრავალმხრივია და დასახული სტრატეგიის სისტემური გადახედვის საჭიროებაზე მიუთითებს. სტატიაში დასაბუთებული იქნება დანაშაულთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის აუცილებლობა და შემოთავაზებული იქნება საკანონმდებლო და პრაქტიკული რეფორმები აღნიშნული ცვლილებების განსახორციელებლად.