ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება კონფლიქტის ზონებში - შემხებლობა და პასუხისმგებლობა

ავტორები

  • ჯერემი მაკბრაიდი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ბირმინგჰემის უნივერსიტეტის საპატიო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორი

ანოტაცია

შეიარაღებული კონფლიქტები, შიდა არეულობები და დაძაბულობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა რეალიზაციას. საფრთხე მომდინარეობს არა უბრალოდ მათგან, ვინც უკანონოდ იყენებს ძალას და ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას და მტრულ განწყობას - ორივე მათგანი შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განუყოფლად უკავშირებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებულ უფლებებს – არამედ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებიდანაც, რომლებიც ძალის ზემოაღნიშნული უკნონო გამოყენების აღსაკვეთად არის მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება აუცილებელი იყოს სახელმწიფოს მიერ თავის იურისდიქციაში პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ვალდებულების კონტექსტში ვინაიდან უკანონო ძალის აღკვეთისას სახელმწიფოს შეიძლება მოუწიოს კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა.

საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეიარაღებული კონფლიქტი მოიცავს სამხედრო ძალის გამოყენებას. შიდა არეულობა და დაძაბულობა განგრძობითი ხასიათის მდგომარეობაა, ვიდრენერთი ცალკეული ინციდენტი (მაგ., აჯანყება). არც ერთი დასახელებული მდგომარეობა არ შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული, რომ საფრთხე შეუქმნას ერის არსებობას და, ამდენად, ამართლებდეს მე-15 მუხლის საფუძველზე კონვენციის დებულებებისგან გადახვევას. თუმცა შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული გამართლდეს. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კონფლიქტს მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვისთვის, სულ ცოტა, ორ მკაფიოდ გამოხატულ სცენარში, რომლებიც შეიძილება გადაიკვეთოს. ერთია ფაქტობრივი შეიარაღებული კონფლიქტი ან არეულობა (როცა ძალა გამოიყენება) და მეორე, როცა ქვეყნის შიგნით ასეთ კონფლიქტებს და არეულობას აქვს ადგილი.

ის ქმედებები, რომლებიც ტარდება საერთაშორისო კონფლიქტის საპასუხოდ, პირველ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს მისაღები მეორე ვითარებაში, როცა ყოვლისმომცველი მიდგომა არაადეკვატურია. მისი გაცნობიერება ძალზე მნიშვნელოვანია კონფლიქტური ვითარების წარმოშობამდე, პრევენციული ზომების დაგეგმვის პროცესში. ამ დროს განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ განისაზღვროს ვინ იქნება პასუხისმგებელი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვაზე.

სტატიაში შემდგომ განხილულია სასამართლოს პოზიცია აღნიშნულ მოსაზრებათა პრაქტიკულ რეალიზაციაზე ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების კონტექსტში. სტატიის მეორე ნაწილის დასასრულს შემოთავაზებულია, რომ გამოვლენილი პრინციპები გადაიქცეს რეკომენდაციებად ან სახელმძღვანელო განმარტებებად. სტატიის მესამე ნაწილი იკვლევს კონფლიქტის ზონებში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კონვენციის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად აღნიშნული საკითხი პრობლემატური არაა ასეთ ზონებში წარმოშობილი სიტუაციების უმეტეს შემთხვევაში, მათი როგორც მდებარეობა, ისე შესაძლო ჩარევა ერთზე მეტი წევრი ხელშემკვრელი სახელმწიფოსი, აგრეთვე არაწევრი და არასახელმწიფო მოქმედი პირების მხრიდან, შესაძლებელს ხდის, რომ პასუხისმგებლობა გაზიარებული, გადაცემული ან სულაც გამორიცხული იქნეს. ამ შესაძლებლობებიდან პირველი და მეორე ასახავს იმ სიტუაციის სირთულეს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას კონფლიქტის ზონაში, მაგრამ მესამე შემაშფოთებელია, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანესი მექანიზმები აღარ იქნება ხელმისაწვდომი მსგავს სიტუაციებში.

ავტორის ბიოგრაფია

  • ჯერემი მაკბრაიდი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ბირმინგჰემის უნივერსიტეტის საპატიო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

    ადვოკატი, მონქტონის პალატები, გრეის ინი, ლონდონი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ბირმინგჰემის უნივერსიტეტის საპატიო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება კონფლიქტის ზონებში - შემხებლობა და პასუხისმგებლობა. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 1, 21-48. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/13