პროფესიული საქმიანობის ადგილის ხელშეუხებლობის დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში

ავტორები

  • დრაგოლუბ პოპოვიჩი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ავტორი

ანოტაცია

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში მოხსენიებული როგორც `კონვენცია) მერვე მუხლი, ინგლისურ ტექსტში, უზრუნველყოფს ფიზიკური პირის სახლის ხელშეუხებლობის დაცვას, ხოლო ტექსტის ფრანგულ ვერსიაში, რომელსაც იდენტური იურიდიული ძალა აქვს, იგივე ცნების გამოსახატავად სიტყვა `საცხოვრებელი ადგილია~ გამოყენებული. ამ ფაქტის აღნიშვნა აუცილებლად მიმაჩნია მოცემული სტატიის დასაწყისშივე, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სწორედ ფრანგული და არა ინგლისური ვერსიის საფუძველზე, მოხდა პროფესიული საქმიანობის ადგილის ხელშეუხებლობის დაცვის ინტეგრირება ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინგლისური ტექსტის მე-8 მუხლის ფორმულირება შემდეგნაირია: ,,`ყველას აქვს უფლება, პატივი სცეს თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, თავის სახლს და კორესპონდენციას"

ფრანგულ ვერსიაში კი ასეთი ფორმულირება გვხვდება: ,,ყველას აქვს უფლება, პატივი სცეს თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, თავის საცხოვრებელ ადგილს და კორესპონდენციას."

მე-8 მუხლის სტრუქტურა კონვენციის მომდევნო სამი მუხლის სტრუქტურას შეესაბამება. ის, თუ კონკრეტულად რა საერთო აქვს ერთმანეთთან ამ ორ ვარიანტს, სამართალწარმოების და მართლმსაჯულების განხორციელებისას ამ დებულებების პრაქტიკული გამოყენების მაგალითებიდან უნდა გამოჩნდეს.

მთავარი ისაა, რომ პატივისცემის უფლების დარღვევა ნიშნავს კონვენციით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას. ასეთ ვითარებაში, გასარკვევია, რამდენად კანონიერი იყო დარღვევა, რამდენად კანონიერი მიზანი ჰქონდა და ბოლოს, რამდენად საჭირო იყო ასეთი ქმედება დემოკრატიულ საზოგადოებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად პროპორციული იყო ქმედება მიზანთან მიმართებაში (Leach, 281-4). თუმცა აღსანიშნავია, რომ რეალობაში ეს საკითხი ყველაზე ნაკლებად დგას ხოლმე დღის წესრიგში, მაშინ როცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში მოხსენიებული როგორც ,,`სასამართლო")ზემოთ აღნიშნული ფაქტორი ყოველთვის გათვალისწინებულია ვერდიქტის გამოტანისას. პროპორციულობა ყოველთვის უპირატესია დანარჩენ ორ ფაქტორთან მიმართებაში.

პირველი საქმე, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა პროფესიული საქმიანობის ადგილის ხელშეუხებლობის დარღვევის პრობლემა ინგლისში განიხილებოდა. სასამართლო მართლმსაჯულება 1989 წელს განხორციელდა. განაჩენში სასამართლომ ერთმანეთს შეადარა თავისი და წევრი-სახელმწიფოს, როგორც სასამართლოს კონტრაქტორი მხარის კომპეტენცია, ე.ი. სასამართლომ კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებაში დისკრეციული უფლებამოსილება არ დაუტოვა წევრ-სახელმწიფოს.

ავტორის ბიოგრაფია

  • დრაგოლუბ პოპოვიჩი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე

    სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

პროფესიული საქმიანობის ადგილის ხელშეუხებლობის დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 1, 49-57. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/14