COVID-19 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

ავტორები

  • კანსტანტინ ძეტსიარო ლივერპულის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამართლის პროფესორი ავტორი

ანოტაცია

ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. უმთავრესი, იქნებ ერთადერთი საკითხიც, რომლითაც ყველა დაინტერესებულია, არის მიმდინარე პანდემია. ამ პერიოდში „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ორგანიზაციაა. არსებულიკრიზისი უდავოდ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე, მოგზაურობასა და იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენს ხელისუფლებებს. აშკარაა, რომ ეს გრძელვადიანი ეფექტები უამრავი სადისერტაციო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის საგანი გახდება.  ეს ბლოგპოსტი მოკლედ მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის როლს არსებული კრიზისის შეფასებაში. უკანასკნელ დღეებში უამრავმა ქვეყანამ (მაგალითად, საქართველო, ესტონეთი, სომხეთი, რუმინეთიდა ლატვია) გამოიყენა კონვენციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული გადახვევის შესაძლებლობა. როდესაც არსებული სიტუცია ჩაწყნარდება, ძალიან საინტერესო იქნება ამ დეკლარაციების ზუსტი ფორმულირებისა და გამოყენების გაანალიზება. აქვე დავიწყებ არსებულ სიტუაციაზე მე-15 მუხლის გავლენის გაანალიზებას. შემდგომშიმოკლედ მიმოვიხილავ, თუ როგორ შეიძლება კონვენციის სხვა მუხლების გამოყენება COVID-19-ის კრიზისის პირობებში. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა და COVID-19-ის რეალურ გავლენას 5-6 წელიწადში ვიხილავთ, როდესაც სახელმწიფოების მიერ გატარებულ ღონისძიებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში გააანალიზებს.

ავტორის ბიოგრაფია

  • კანსტანტინ ძეტსიარო, ლივერპულის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამართლის პროფესორი

    ლივერპულის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამართლის პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

COVID-19 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 14, 78-84. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/144