საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ხარვეზები და გამოწვევები

ავტორები

  • კონსტანტინე კუბლაშვილი სამართლის დოქტორი ავტორი

ანოტაცია

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის არსებობის არცთუ ხანგრძლივ ისტორიაში 2017 წელს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მართალია, საქართველოს კონსტიტუციაში მეტნაკლებად პრინციპული ცვლილებები ადრეც განხორციელებულა (2004 და 2010 წლებში), მაგრამ თავისი მასშტაბურობით 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური კანონი მნიშვნელოვნად აღემატება ყველა წინარე ცვლილებას. ეს ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. შეიძლება ითქვას, რომ 17 დეკემბრიდან ჩვენი ქვეყანა სრულიად ახალ კონსტიტუციურ-სამართლებრივ რეალობაში აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციის დებულებები შინაარსობრივად, სტრუქტურულად და რაოდენობრივად იმდენად შეიცვალა, რომ საქართველო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა, ხოლო მუხლების რაოდენობა 109-დან 78-მდე შემცირდა. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის ყველა თავს, განსაკუთრებით – საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს. შედარებით ნაკლებად შეიცვალა კონსტიტუციის მეორე თავი, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განმსაზღვრელი მუხლების დებულებები. ამ თავში შეტანილ ცვლილებათა ნაწილი დადებითად შეიძლება შეფასდეს, რის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აკადემიური თავისუფლების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და ინტერნეტზე წვდომის ძირითადი უფლებების სახელდებით აღიარება. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ცვლილებების შედეგად კონსტიტუციის მეორე თავის რამდენიმე მუხლში გაჩნდა ხარვეზები, რაც ქმნის სერიოზულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ გამოწვევებს, იწვევს პრობლემებს, რომლებმაც, თავის მხრივ, შეიძლება დიდი სირთულეები შექმნას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ამ სტატიის მიზანი კონსტიტუციის აღნიშნული ხარვეზებისა და გამოწვევების გაანალიზება, მათგან მომდინარე პრობლემების წარმოჩენაა როგორც იურისტ-კონსტიტუციონალისტთა, ისე პოლიტიკოსთა წინაშე, რადგან ამ გამოწვევებზე პასუხი და პრობლემათა სრულად აღმოფხვრა კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების შეტანით არის შესაძლებელი.

 

ავტორის ბიოგრაფია

  • კონსტანტინე კუბლაშვილი, სამართლის დოქტორი

    სამართლის დოქტორი (Dr. Jur.), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (2005-2015)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ხარვეზები და გამოწვევები. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 14, 85-101. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/145