pp სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენება: სასამართლოები დემოკრატიის წინააღმდეგ

ავტორები

  • დევიდ ლანდაუ Professor ავტორი
  • როზალინდ დიქსონი Professor of Law, University of New South Wales (UNSW) (Australia). ავტორი

ანოტაცია

როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მთელ მსოფლიოში, სასამართლო, როგორც წესი, მოიაზრება უკანასკნელ თავდაცვით ხაზად ლიბერალ-დემოკრატიული რეჟიმის კონსტიტუციურ წესრიგში. მიუხედავად ამისა, წინამდებარე სტატია გვიჩვენებს, რომ მოსამართლეებისათვის უჩვეულო არ არის ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მიზნამიმართულად უტევენ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ბირთვს. მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით სასამართლოებს მოუხდენიათ ანტიდემოკრატიული კანონებისა და მიდგომების ლეგიტიმაცია, საარჩევნო სფეროს შეზღუდვის მიზნით აუკრძალავთ ოპოზიციური პარტიები, მოუხსნიათ შეზღუდვა საპრეზიდენტო ვადაზე და შეუვიწროებიათ ოპოზიციით დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანოები. ამ მიდგომას სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენებას ვუწოდებთ. ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი რეჟიმები დროგამოშვებით ცდილობენ სასამართლოების ხელში ჩაგდებას და მათ არამართლზომიერად გამოყენებას დემოკრატიული წესრიგის ნგრევის ვრცელ პროექტში, ვინაიდან სასამართლოები ხშირად სარგებლობენ ლეგიტიმაციის ისეთი უპირატესობებით, რომლებიც ართულებს სასამართლოს ანტიდემოკრატიული ნაბიჯების აღმოჩენას და მათზე რეაგირებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენების მაგალითები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, განხილულია რეაგირების შესაძლო გზები როგორც ადგილობრივ კონსტიტუციურ მოწყობაში, ისე საერთაშორისო სამართალში და დასმულია კითხვა, არსებობს თუ არა სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენების პოტენციური საფრთხე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ავტორის ბიოგრაფიები

  • დევიდ ლანდაუ, Professor

    Professor and Associate Dean for International Programs, Florida State University College of Law.

  • როზალინდ დიქსონი, Professor of Law, University of New South Wales (UNSW) (Australia).

    Professor of Law, University of New South Wales (UNSW) (Australia).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

pp სასამართლო კონტროლის ბოროტად გამოყენება: სასამართლოები დემოკრატიის წინააღმდეგ. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 15, 3-79. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/150