საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ჭრილში
ანოტაცია
უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად იმატა საქმეებმა, რომლებშიც მოსარჩელე მხარეები ითხოვენ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას, რაც ადასტურებს საკითხის აქტუალურობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე დგინდება, რომ, ხშირად, ნორმის შეჩერების თაობაზე წარდგენლი შუამდგომლობები არ კმაყოფილდება, რასაც, არცთუ იშვიათად, მოსარჩელეთა მხრიდან არასწორად ფორმულირებული მოთხოვნა განაპირობებს. სწორედ ამიტომ სტატიის მიზანია გააანალიზოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და წამოაჩინოს ის კრიტერიუმები, რომლებსაც სასამართლო ეყრდნობა ამ გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის სისტემური და ლოგიკური ანალიზის საფუძველზე სტატია იძლევა ამომწურავ ინფორმაციას ნორმის შეჩერების პროცედურასთან დაკავშირებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის წარმოჩენის პარალელურად ნაშრომში გაკრიტიკებულია საქართველოს კანონმდებლობის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც არ დაიშვება ნორმის მოქმედების შეჩერება მხოლოდ მოსარჩელის მიმართ.
სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია წარმოადგენს ნომრის შეჩერების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის ერთგვარ გზამკვლევს და გამოსადეგია როგორც სტუდენტების, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისათვის.