საქართველო რუსეთის წინააღმდეგ: იურისდიქციული ქაოსი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

ავტორები

  • სოფიო ასათიანი მოწვეული ლექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. ავტორი

ანოტაცია

სტატიაში გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) (Georgia v. Russa (II). ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, ხსენებული გადაწყვეტილება იმითაცაა აღსანიშნავი, რომ შეიცავს მნიშვნელოვან სიახლეებს კონვენციის ექსტრატერიტორიული გამოყენების საკითხზე. ეს კონცეფცია მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, რომ წევრი სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ერთვებიან საზღვრებს გარეთ საქმიანობაში და, ამდენად, იზრდებასახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის საფუძველზე წარმოშობილი საქმეების რაოდენობაც. სტატიაში კრიტიკულადაა გაანალიზებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და იგი მიზნად ისახავს, კვალდაკვალ გაჰყვეს სასამართლოს მიერ ექსტრატერიტორიულ იურისდიქციასთან დაკავშირებით შემოღებულ ახალ სტანდარტებსა და მის მხარდასაჭერად მოხმობილ არგუმენტებს.

ამდენად, სტატიის პირველ ნაწილში, მიმოხილული იქნება სახელმწიფო იურისდიქციის საკითხი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ხოლო მეორე ნაწილში ავტორი ამ პრინციპებს მოარგებს სასამართლოს მიგნებებს და გამოავლენს ნაკლოვანებებს მის დასაბუთებაში. ავტორის პოზიციაა, რომ სასამართლო შეცდა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში ექსტრატერიტორიული იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით სამართლისა და ფაქტების შეფასებისას.

ავტორის ბიოგრაფია

  • სოფიო ასათიანი, მოწვეული ლექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

     მოწვეული ლექტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ: იურისდიქციული ქაოსი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 15, 144-162. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/154