სასამართლო ხელისუფლება და ძირითადი უფლებები საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში

ავტორები

  • იაკობ ფუტკარაძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ავტორი

ანოტაცია

საქართველოში მზადდება ქვეყნის უზენაესი კანონის - მოქმედი კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი და ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და განისაზღვრა მისი პერსონალური შემადგენლობა. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის ბრძანებულებით დამტკიცდა კომისიის დებულება. ჩამოყალიბებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საკანონმდებლო ხელისუფლების, პრეზიდენტის ინსტიტუტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების, ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, კონსტიტუციის გადასინჯვის და სხვა საკითხთა სამუშაო ჯგუფები.

ხსენებული დებულების მიხედვით, საკონსტიტუციო კომისიის ძირითადი ამოცანებია ქვეყნის თანამედროვე, მდგრადი და სტაბილური განვითარების, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილური ურთიერთობების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი შინაარსის კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება. კონსტიტუციის გადასინჯვის ფარგლებში მოიაზრება სახელმწიფოს ბოჭვა ძირითადი უფლებებით, სახელისუფლებო განშტოებათა ეფექტიანი, გაწონასწორებული სისტემა და სხვა კონსტიტუციურ დებულებათა ახლებური ხედვა.

ავტორის ბიოგრაფია

  • იაკობ ფუტკარაძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

    საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

სასამართლო ხელისუფლება და ძირითადი უფლებები საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 1, 64-75. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/16