უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიისთვის რუსეთის მიმართ სამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობები : კრიტიკული ანალიზი 1
ანოტაცია
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის კვალდაკვალ, არსებობს ფართო კონსესუსი, სულ მცირე გლობალური ჩრდილოეთის ქვეყნებში (Global North) , იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სახელმწიფოს ლიდერები, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ აგრესიის დანაშაულის ჩადენისთვის. თუმცა, აღნიშნული კონსესუსი არ მოიცავს იმ საკითხს, თუ რა ფორმით უნდა დაისაჯოს რუსული აგრესია. ზოგიერთი კომენტატორი დავობს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) წარმოადგენს ყველაზე შესაბამის ფორუმს მაშინაც კი, თუ სასამართლოს უფლებამოსილების გავრცელებას (გაცოცხლებას), რომის სტატუტში ცვლილებების შეტანა დასჭირდება. სხვები მხარს უჭერენ „ad hoc“ (დროებითი) საერთაშორისო ტრიბუნალს, მსგავსად სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალისა ყოფილი იუგოსლავიისთვის (ICTY) და საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალისა რუანდასთვის (ICTR) ან უკრაინის სასამართლო სისტემაზე დაფუძნებული შერეული ტრიბუნალი, რომელიც მხარდაჭერილი იქნება ევროპის საბჭოს (Counсil of Europe) მიერ. ასევე, ზოგიერთი, მხარს უჭერს ეროვნული დევნის წარმოებას, რომელსაც განახორციელებს თავად უკრაინა ან ის სახელმწიფოები, რომლებსაც აგრესიის დანაშაულზე უნივერსალური იურისდიქცია აქვთ.
წინამდებარე სტატიაში, წარმოდგენილია უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებითრუსეთის სახელმწიფოს ლიდერების პასუხისმგებლობის სხვადასხვა შესაძლებლობის კრიტიკული ანალიზი. აღნიშნული სტატია დაყოფილია სამ ნაწილად. პირველი ნაწილი ხსნის, რატომ არღვევს რუსეთის შეჭრა უკრაინაში ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის 2.(4) მუხლის შესაბამისად და წარმოადგენს აგრესიის დანაშაულებრივ ქმედებას საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ან რომის სტატუსის მიხედვით. მოცემული სტატია ასევე მოკლედ მიმოიხილავს საკითხს, წარმოადგენს თუ არა ბელარუსის მიერ რუსეთისთვის დახმარების გაწევა ცალკე დანაშაულებრივ ქმედებას. სტატიის მეორე და ძირითად ნაწილში, შეფასებულია ჩადენილ აგრესიაზე პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემის სამი, პოტენციური საერთაშორისოსამართლებრივი შესაძლებლობა. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმუნიტეტისა და შერჩევითობის საკითხებს. სტატიის მესამე ნაწილი მიმოხილულია ხსენებულ დანაშაულზე შიდა სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობა როგორც უკრაინაში, ასევე რომელიმე სხვა ქვეყანაში.