სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეპარაციის პრაქტიკა: რიტორიკასა და რეალობას შორის

ავტორები

  • გიორგი ნაკაშიძე ავტორი

ანოტაცია

20 წლის წინ, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაიწყო ფუნქციონირება, საერთაშორისო დანაშაულების დაზარებულებს/მსხვერპლებს დაპირდნენ, რომ ICC არა მხოლოდ დასჯიდა დანაშაულების ჩამდენებს, არამედ უზრუნველყოფდა „მართლმსაჯულებას დაზარალებულთათვის“, inter alia, რეპარაციის გზით. 20 წლის შემდგომ მხოლოდ ოთხმა საქმემ - ლუბანგამ (Lubanga), კატანგამ (Katanga), ალ მაჰდიმ (Al Mahdi) და ნტაგანდამ (Ntaganda) - მიაღწია რეპარაციის ეტაპს. ICC-ის რეპარაციის რეჟიმი, რომელიც დამსახურებულად არის აღიარებული უპრეცენდენტო და ისტორიულ ნაბიჯად, შემუშავდა თანდაყოლილი შეზღუდვებით - გამორიცხა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და განავითარა მსჯავრდებაზე დაფუძნებული რეჟიმი. მიუხედავად ამისა, ICC-ის რეპარაციის სისტემის შესახებ რიტორიკამ და „დაზარალებულზე უფრო მეტად ორიენტირებული მართლმსაჯულების“ დაპირებამ მსხვერპლთა შორის გამოიწვია უსაფუძვლოდ მაღალი მოლოდინები. ICC-ის რეპარაციის განვითარებად პრაქტიკაზე დაყრდნობით, წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, გააანალიზოს დაზარებულზე ორიენტირებული მართლმსაჯულების აღსრულების ძირითადი ასპექტები და ის პრაქტიკული გამოწვევები, რომლებსაც ICC აწყდება რეპარაციული მართლმსაჯულების დაპირების შესრულებისას. სტატიაში წარმოდგენილია მოსაზრება, რომ ICC-ის სტრუქტურულად შეზღუდული და დიდი სიფრთხილით შეთანხმებული რეპარაციის მანდატი, მისი შედეგები და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც გამოვლინდა ICC-ის პრაქტიკაში, ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორების პროცესში ICC-ის წარმატების შეფასებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ICC-ის რეპარაციული მართლმსაჯულების თანმხლები რიტორიკა ყოველთვის გამოიწვევს არარეალურ მოლოდინებს.

ავტორის ბიოგრაფია

  • გიორგი ნაკაშიძე

    სამართლის დოქტორი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეპარაციის პრაქტიკა: რიტორიკასა და რეალობას შორის. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 16, 36-57. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/163