საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (Made in Soviet Union) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემა

ავტორები

  • გიორგი ბურჯანაძე ავტორი

ანოტაცია

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა დროს მიღებული სამართლებრივი აქტია, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც ძალაშია საქართველოში. მიღების დღიდან თითქმის 500 ცვლილება განხორციელდა მის ტექსტში, მაგრამ დღემდე მისი სრული შესაბამისობა ადამიანის უფლებებთან ვერ მოხერხდა. ამ სტატიის მიზანია წარმოაჩინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკის ფონზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირითადი პრობლემური საკითხები. პარალელურად სტატიაში განხილული იქნება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსაზრებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოების თაობაზე.

სტატიის პირველ ნაწილში განხილულია 2022 წლის სექტემბერში გამოტანილი გადაწყვეტილება მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. გაანალიზებულია ამ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი ნაწილები, ასევე ის საკითხები, რომლებიც გარკვეული ბუნდოვანებით ხასიათდება და რომელზეც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ სამართალწარმოების პრაქტიკის დაზუსტება.

პარალელურად წარმოდგენილია გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის 2022 წლის სექტემბრის დასკვნითი მოსაზრებები საქართველოზე და შესაბამისი დეტალები, რომელიც მათ მიერ იქნა განხილული როგორც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო.

ნაშრომის მიზანია დაეხმაროს საკითხით დაინტერესებულ აიუდიტორიას და სტუდენტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ადამიანის უფლებებთან თავსებადობის პრობლემების შესახებ რეალური სურათის შექმნაში და მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ, რათა სამომავლოდ უფრო რეალისტური გახდეს
ადამიანის უფლებათა შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღება

ავტორის ბიოგრაფია

  • გიორგი ბურჯანაძე

    გიორგი ბურჯანაძე ფლობს შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (2012) - და სისხლის სამართლის მაგისტრის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2011) - ხარისხებს. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (Made in Soviet Union) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემა. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 16, 102-116. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/165