კანონმდებლობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საქართველოში ავტორიტარიზმის დასამკვიდრებლად

ავტორები

  • გულადი ქანთარია ავტორი

ანოტაცია

საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმა თუ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების მუდმივი საფუძველი იყო. თუმცა, კანონმდებლობის რეგულირების სფეროსა თუ მისი შინაარსის მიმართ წინააღმდეგობა, 2022 წელს, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ინიცირების შემდგომ, გასცდა პარტიებს შორის პოლარიზაციის ჩვეულ ნიშნულს და წინააღმდეგობის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები.

წინამდებარე სტატია განიხილავს საქართველოში კანონმდებლობის გამოყენებით ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობასა და მის პერსპექტივას. კერძოდ, რამდენად შესაძლებელია, ფორმალურად დემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებებით ავტორიტარიზმის დამკვიდრება და რა გავლენას ახდენს იგი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. სწორედ ამ მიზნით, მნიშვნელოვნად ჩაითვალა საქართველოს პარლამენტის მიერ, უკანასკნელ წლებში მიღებულ ახალ კანონთა და არსებულ კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებათა მიღების საფუძვლების შესწავლა. ასევე, სტატია მიმოიხილავს სასამართლო ხელისუფლების როლს საკუთარი თავის ინსტრუმენტალიზაციის პროცესში, რაც მოცემული საკანონმდებლო აქტების მეშვეობით ავტორიტარიზმის დამკვიდრების გზაზე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

ავტორის ბიოგრაფია

  • გულადი ქანთარია

    საჯარო სამართლის მაგისტრი, მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-06-15

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

კანონმდებლობის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საქართველოში ავტორიტარიზმის დასამკვიდრებლად. (2026). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 18. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/181