სახელმწიფოებრიობა, აღიარება და გაეროს სისტემა — დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება კოსოვოში

ავტორები

  • ალექსანდრე ორახელაშვილი ბირმინგჰემის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი ავტორი

ანოტაცია

2008 წლის თებერვალში კოსოვოში დამოუკიდებლობის ცალმხრივმა გამოცხადებამ საერთაშორისო სამართლის მთელი რიგი ძირეული საკითხების განხილვის აუცილებლობა დააყენა. ეს არის სეპარატისტული ტერიტორიული ერთეულების სამართლებრივ სტატუსთან, ასევე გარკვეული აქტებისა და ქცევის კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა წამოწევა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ VII თავში აღნიშნული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისა და აღდგენის პრინციპით ხელმძღვანელობის კონტექსტში მოხდა.

სახელმწიფოები, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს და აღიარეს, ნამდვილად არ აცხადებენ, რომ საკითხი, მისი აშკარად პოლიტიკური ხასიათის გამო, საერთაშორისო სამართლის სფეროში არ შედის. თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, აღნიშნულ სახელმწიფოებს არც საერთაშორისო სამართლებრივი პოზიციის რაიმე თანმიმდევრული განმარტება გაუკეთებიათ, რითაც კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭერდნენ მხარს. კოსოვოს სახელმწიფოებრიობა საერთაშორისო პრაქტიკაში წამოჭრილი უამრავი სადავო საკითხის საფუძვლად იქცა. ეს ის საკითხებია, რომლებიც საერთაშორისო და ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა განიხილონ კოსოვოს ქმედებებისა და გარიგებების ასპექტების განსჯის მიზნით. უდავოა, რომ სასამართლოები საკითხს შესაბამისად განიხილავენ, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ მიერ მასზე მსჯელობა შეიძლება ნაადრევი იყოს.

ნაცვლად ამისა, სტატიაში განვიხილავთ ძირითად საკითხებს, რომლებითაც კოსოვოში დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესი იყო განპირობებული და რომელიც აქტიურად განიხილება სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. ასევე განვიხილავთ რამდენიმე ქვეყნის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს. აღნიშნულ პროცესში წამოყენებული არგუმენტები სტატიის ძირითადი მასალაა. შევეხებით ასევე სახელმწიფოებრიობის გამოცხადების უფრო კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც შეიძლება მომდევნო წლებში ეროვნული და საერთაშორისო ორგანოების მიერ იქნეს განხილული. სტატიაში აღნიშნულია სხვადასხვა მოსაზრებებიც კოსოვოს სახელმწიფოებრიობის გამოცხადებისა და აღიარების შესახებ. განსაკუთრებული ხაზგასმით განვიხილავთ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, კოსოვოს არსებობა ახლა უკვე ფაქტია და რეალობის ნაწილი.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, II თავში განხილულია კოსოვოში არსებული მდგომარეობის ფაქტები და ისტორია; III თავი შეეხება სახელმწიფოებრიობისა და გამოყოფის მოთხოვნებს. გარდა ამისა, კოსოვოს მაგალითზე ნაჩვენებია როგორ ხდება აღნიშნული მოთხოვნების წამოყენება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში; IV ნაწილში მიმოვიხილავთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, კოსოვოს დამოუკიდებლობა უნიკალური შემთხვევაა და პრეცედენტს ვერ შექმნის. V ნაწილში განხილულია დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადების გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასთან შესაბამისობის და კოსოვოში ევროკავშირის მისიის განთავსების საკითხები; VII ნაწილში ვისაუბებთ კოსოვოშო არსებული მდგომარეობის მოგვარების სამომავლო პერსპექტივებზე. ბოლოს კი, VIII თავში წარმოდგენილია გარკვეული დასკვნები, მათ შორის პოლიტიკური საკითხების შეჯამება.

ავტორის ბიოგრაფია

  • ალექსანდრე ორახელაშვილი, ბირმინგჰემის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი

    საერთაშორისო სამართლის მაგისტრი (ლაიდენი), საერთაშორისო სამართლის დოქტორი (კემბრიჯი), ბირმინგჰემის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

სახელმწიფოებრიობა, აღიარება და გაეროს სისტემა — დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება კოსოვოში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 1, 110-136. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/19