უფლება სამართლიან სასამართლოზე, არაკანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება და თავის დამნაშავედ ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში

ავტორები

  • პავლო პუშკარი საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, დოქტორი, ავტორი

ანოტაცია

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში ტექსტში `,,კონვენცია") მე-6 მუხლის პირველი პუნქტი კონვენციის ერთ-ერთი ხშირად ციტირებული ნორმაა, რომელიც ადგენს დაცვის ,,`ჩარჩოებს" სასამართლო წარმოების სფეროში. ის ალბათ კონვენციის ყველაზე ცნობილი მუხლია და, სავარაუდოდ, ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (შემდგომში ტექსტში ,,`ევროპული სასამართლო") ამ მუხლზე აქვს მითითება გაკეთებული თავის პრაქტიკაში. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ წინამდებარე ნაშრომის ძირითადი თემა სწორედ ეს უფლება – სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.

ამ კვლევის მიზანია `,,სამართლიანობის" ცნების განსაზღვრა სისხლის სამართალწარმოების პროცედურების კონტექსტში. გავეცნობით იმ მაგალითებს, როდესაც პრაქტიკა ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს (მტკიცებულების `,,არასამართლიანი" შეფასების მაგალითებზე, მათ შორის, განხილული იქნება ცუდად მოპყრობის გზით მოპოვებული მტკიცებულება და სისხლის სამართლის საქმეთა გამარტივებული სასამართლო მოსმენები, რომლებიც დანაშაულის სადავო აღიარებას ეყრდნობა). ნაშრომის მეორე მიზანია, ვიმსჯელოთ სისხლის სამართალწარმოების უახლესი პრეცედენტების სამართლიანობაზე და დავადგინოთ, თუ როგორ განვითარდა სამართლიანობის ცნების სტანდარტები სასამართლო პრაქტიკაში.

მტკიცებულებების არასამართლიანი შეფასების ზემოთ ნახსენები მაგალითები სისხლის სამართლის საქმეთა სრული და შეკვეცილი სასამართლო მოსმენების მიმდინარეობისას შემთხვევით არ იქნა შერჩეული. ისინი უმეტესად იმ ქვეყნების პრეცედენტულ სამართალს უკავშირდება, სადაც ახლახანს დაინერგა გარკვეული პროცედურები, რომლებიც მანამდე უცნობი იყო ამ ქვეყნების სამართლებრივი სისტემისა და სისხლის სამართლის იუსტიციისთვის, აგრეთვე იმ ქვეყნებისას, სადაც შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ცდილობენ შეჯიბრებითობის კონტექსტის გაძლიერებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო მოსმენაზე. ამგვარად, ამ ქვეყნების გამოცდილება, რომელიც ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არის შეფასებული, შეიძლება გამოდგეს როგორც ინდიკატორი, რომელიც დაადგენს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო პრაქტიკის და შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისობას კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნებთან სამართლიანობაზე.

ავტორის ბიოგრაფია

  • პავლო პუშკარი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, დოქტორი,


    საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, დოქტორი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სარეგისტრაციო სამსახურის იურისტი. 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

უფლება სამართლიან სასამართლოზე, არაკანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება და თავის დამნაშავედ ცნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 2, 47-61. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/23