მყიფე დემოკრატიები

ავტორები

  • სამუელ ისაშაროვი ნიუ-იორკის სამართლის სკოლის სახელმწიფო სამართლის რაისის პროფესორი. ავტორი

ანოტაცია

მსოფლიოში არსებული დემოკრატიული სისტემები ანტიდემოკრატიული დაჯგუფებებითაა გარშემორტყმული, რომლებსაც არჩევნების ასპარეზის თავიანთი მიზნების პროპაგანდისა და მხარდამჭერთა მობილიზაციის ფორუმად გამოყენება სურთ. ფაქტობრივად, თითქმის ყველა დემოკრატიული ქვეყანა ზღუდავს იმ ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, რომლებიც ითვლებიან, რომ თმენადი ქცევისა თუ შეხედულებების ზღვარს გადასცდნენ. გარკვეულ შეხედულებათა აკრძალვა სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს ნებისმიერი ლიბერალური თეორიისათვის, რომელშიც ლეგიტიმურობის მთავარი საკითხი მოსახლეობის დემოკრატიული თანხმობაა. თუ ძირისძირობამდე ჩავყვებით, დემოკრატიის ყველა განმარტება, საბოლოოდ, ელექტორული არჩევანის უზენაესობასა და უმრავლესობის მიერ მართვაზე გაცხადებულ პრეტენზიამდე დადის. საარჩევნო ასპარეზზე რიგი შეხედულებების არდაშვება მოქალაქეთა არჩევანს ზღუდავს და ამდენად, მთლიანად დემოკრატიულ ინიციატივებს ეჭვქვეშ აყენებს. წინამდებარე სტატია იკვლევს, თუ რა ვითარებაში შეუძლიათ (ან შესაძლოა, ევალებათ) დემოკრატიულ სახელმწიფოებს მოქმედება იმის უზრუნველსაყოფად, რომ სახელმწიფო მექანიზმი სრული შეუწყნარებლობის სოციალურად დესტრუქციული ფორმებით არ შეიბოჭოს.

დემოკრატიული შეუწყნარებლობის პრობლემა ახალ მნიშვნელობას იძენს ღრმად დაბზარულ საზოგადოებებში, როდესაც საარჩევნო ასპარეზი შეიძლება არასაპარლამენტო მობილიზაციების პარალელური ან, თუნდაც მეორადი ფრონტი გამოდგეს. ასეთი დემოკრატიული საზოგადოებები არ არიან მოკლებული საშუალებას, რომ ციხის შიგნიდან გატეხვის საფრთხეს სათანადო პასუხი გასცენ. საილუსტრაციოდ, მთავარი მეთოდი ექსტრემისტი ფორმირებების საარჩევნო ასპარეზზე აკრძალვაა. ეს პრაქტიკა გასაკვირი თანმიმდევრობით მოქმედებს რიგ დემოკრატიულ საზოგადოებაში. როგორც ჩანს, მსოფლიოს ჭკუა ასწავლა საარჩევნო ასპარეზის ტრამპლინად გამოყენებამ, რამაც ფაშისტური მობილიზაციები გერმანიასა და იტალიაში ხელისუფლებაში მიიყვანა.

წინამდებარე სტატიის მთავარი მიზანი ის ინსტიტუციური მოსაზრებებია, რომლებიც არეგულირებენ ან უნდა არეგულირებდნენ შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობაში. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღნიშნული შეზღუდვების სასამართლოების მიერ შეფასებას მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ინდოეთში, ისრაელსა და უკრაინაში. სტატია გამოყოფს აკრძალულ და საქმიანობა შეზღუდულ პარტიებს, უთმობს რა უმეტეს ყურადღებას მასობრივ ანტიდემოკრატიულ პარტიებს, რომლებიც ფაქტობრივად არჩევნების მოგებისკენ ისწრაფიან. კვლევაში აგრეთვე ყურადღება ეთმობა აკრძალვებს, დაწყებული აშშ-ის სისხლისსამართლებრივი სანქციებით, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მიღებული პარტიების აკრძალვის პრაქტიკის ჩათვლით და ინდოეთში საარჩევნო გამოსვლებსა და ქცევაზე დაწესებული შეზღუდვებით დამთავრებული. საბოლოო ჯამში, დემოკრატიულ საზოგადოებებს უნდა ჰქონდეთ თვითგადარჩენის იარაღი, მაგრამ ეს მძლავრი ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მანამდე, ვიდრე მათი გამოყენება შეიძლება გახდეს საჭირო.

ავტორის ბიოგრაფია

  • სამუელ ისაშაროვი, ნიუ-იორკის სამართლის სკოლის სახელმწიფო სამართლის რაისის პროფესორი.

    ნიუ-იორკის სამართლის სკოლის სახელმწიფო სამართლის რაისის პროფესორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

მყიფე დემოკრატიები. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 2, 62-121. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/24