საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკა ადამიანის თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებით
ანოტაცია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2009 წლის 6 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე ,,`საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,`ვ" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. სსსკ-ის 142-ე მუხლი, სათაურია `,,დაკავების საფუძველი". იგი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია განხორციელდეს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება. სადავო ნორმა აყალიბებს ერთ-ერთ ასეთ საფუძველს, `დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება შეიძლება, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები... ვ) პირი შესაძლოა მიიმალოს".
მოცემული საქმე საინტერესოა იმდენად, რამდენადაც 1.) ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის #2/3/182,185,191 გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახალხო დამცველის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის მსგავსი შინაარის მქონე ნორმა, სსსკ-ის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 2.) სადავო ნორმით ხდებოდა ჩარევა ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებაში, როგორიცა ფიზიკური თავისუფლების უფლება.