სისხლის სამართლის კანონის უკუძალის შესახებ – კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ავტორები

  • დავით სულაქველიძე სამართლის დოქტორი. ავტორი

ანოტაცია

სისხლის სამართლის კანონის უკუძალის საკითხი პირდაპირ კავშირშია კანონის საგარანტიო ფუნქციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კანონს სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად აკისრია აგრეთვე იმის მოვალეობაც, რომ იყოს პიროვნების ხელ-შეუხებლობის, ანუ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი რეპრესიის უსაფუძვლოდ გამოყენების თავიდან აცილების გარანტი. სისხლის სამართლის კანონის საგარანტიო ფუნქცია, რომელიც ემყარება სისხლის სამართლის ფუძემდებლურ პრინციპს – ,,`ნულლუმ ცრიმენ სინე Lეგე" (არ არის დანაშაული კანონის გარეშე), განმტკიცებულია უწინარესად თვით სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისი ნორმით. მხედველობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ადგენს: `,,ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს". ამ ნორმის არსი და დანიშნულება სრულიად ცხადი და გასაგებია, რის გამოც თავს შევიკავებ მისი კომენტირებისაგან და მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რომ ხსენებული პრინციპის ურყევობა, თავის მხრივ, განმტკიცებული და დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის მიხედვით, არავინ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული დანაშაულის ჩადენაში ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. ანალოგიური ხასიათის დებულებები მოცემულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში (მე-11 მუხლის მეორე პუნქტი) და საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-15 მუხლის პირველი აბზაცი).

ავტორის ბიოგრაფია

  • დავით სულაქველიძე, სამართლის დოქტორი.

    სამართლის დოქტორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

სისხლის სამართლის კანონის უკუძალის შესახებ – კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 2, 144-157. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/28