ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ორმოცდაათი წლისაა. ბოლოდროინდელი მიმართულებები სასამართლოს იურისპრუდენციაში
ანოტაცია
დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა (&ქუოტ;პატრიმოინე&ქუოტ;) და მისი დებულებების დაცვის თვალსაზრისით, ერთობლივი პასუხისმგებლობა გვაკისრია ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. როგორც 1950 წელს რენე კასინმა აღნიშნა, კონვენციით გათვალისწინებული უფლებები მშვიდობის თესლია. ისინი ასევე `,,მომავლის მშენებლობისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ხიდებია", როგორც 1998 წლის 3 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ახალი სასამართლოს საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მისმა თავმჯდომარემ განაცხადა. დღეს კონვენციის ხელმოწერა ევროპის საბჭოში გაწევრიანების წინა პირობაა, ევროპის საბჭოში, რომელიც 1949 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა და ამჟამად კარი გაუღო გაფართოებულ ევროპას ვლადივოსტოკიდან კოიმბრამდე, ევროპის საბჭოში, რომელსაც სწამს, რომ აუცილებელია `,,პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ლიბერალიზმის პრინციპების" გაძლიერება და განმტკიცება, `,,ვინაიდან მათ გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება".
დღეს ალბათ მთავარი საკითხი ის არის, თუ როგორ უნდა აღვიქვათ `,,სერიოზულად" (თუდვორკინს დავესესხებით) უფლებები – განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებები არც იდეოლოგიაა და არც შეხედულებათა სისტემა. იმისათვის, რომ ამ უფლებებმა რაიმე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინონ ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრებაზე, ისინი ქმედებაში უნდა გადაიზარდოს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა აღიარება განუყოფელია მათი პატივისცემისა და დაცვის უზრუნველსაყოფად გამოყენეული საშუალებებისგან. ამის გათვალისწინებით, კონვენციის ტექსტი ორ დონეზე მოქმედებს: ეს არის გარანტირებული უფლებები და უფლებათა გარანტია. გარდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა და თავისუფლებათა ჩამონათვლის ჩამოყალიბებისა, კონვენცია განსაზღვრავს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მექანიზმს. აღნიშნული ორი დონე, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს ჩემს ნაშრომსაც. ეფექტიანობის საკითხის მეშვეობით პირველ ნაწილში მე შევეხები ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ევროპულ კონვენციაში მითითებულ ძირითად უფლებებს და იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც ძალზე აქტუალურია დღეს. მეორე ნაწილში ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე პროცედურულ საკითხზე, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ აღნიშნული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისათვის.