კონსტიტუციონალიზმის პარადიგმები საქართველოში

ავტორები

  • ავთანდილ დემეტრაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. ავტორი

ანოტაცია

2009 წლის 8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც დაევალა საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, `საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ~ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება, კონსტიტუციური თემატიკა კვლავაც, ისევე როგორც არაერთგზის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის (1918-1921, 1991-2009 წ.წ.) ისტორიული თვალსაზრისით ხანმოკლე სხვა პერიოდებში, გახდა საზოგადოების ფართო ფენების ფიქრის, ანალიზისა და დისკუსიის საგანი. ისევე, როგორც მაშინ, დღესაც კონსტიტუციური რეფორმის დედა აზრი, დომინანტური იდეა არის დემოკრატიული, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი კონსტრუქციის აშენება, რაც ამ კომისიის დებულების თანახმად მოიაზრება როგორც სახელმწიფოს ბოჭვა ძირითადი უფლებებით,სახელმწიფო განშტოებათა გაწონასწორებული, ეფექტიანი სისტემა, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ცივილური ურთიერთობის უზრუნველყოფა. 

ძნელად მოიძებნება, თუნდაც ტრანსფორმაციის ფაზაში მყოფი დამოუკიდებელი პოსტსაბჭოური ან პოსტსოციალისტური ქვეყნები, სადაც საქართველოს მსგავსად ასეთი ამბიციური განაცხადი – იცხოვრო კონსტიტუციონალიზმის ნიმუშებისა და მაგალითების (პარადიგმების) შესაბამისად – ქვეყნის უზენაესი კანონის დონეზე არ კეთდებოდეს, მაგრამ ისიც მოცემულობაა, რომ ბევრ მათგანში კონსტიტუციური დეკლარაციები შორსაა რეალურ სინამდვილესთან. საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაზე დაკვირვება გვაძლევს საფუძველს, ნაწილობრივ მაინც გავავრცელოთ ეს მოსაზრება ჩვენს ქვეყანაზეც.

ნათქვამთან დაკავშირებით, წინამდებარე სტატიის ავტორის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციურ ისტორიაზე დაკვირვებით ზოგადი კანონზომიერების ძიება და მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის კვალობაზე სამომავლო პერსპექტივებზე ფიქრი. ამასთან, შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ მხოლოდ კონსტიტუციური ტექსტების, სამართლის წიგნების ანალიზის საფუძველზე წარმოვაჩენთ ქვეყნის ნამდვილ კონსტიტუციურ სახეს. ამისათვის საჭირო იქნებოდა მმართველობის მეთოდების (პოლიტიკური რეჟიმის), კონკრეტული პოლიტიკის, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის დონის, ანუ იმ გარემოს კვლევა, რომელშიც კონსტიტუციური სისტემა ფუნქციონირებს, რაც ინტერდისციპლინურ კვლევას მოითხოვს და სცილდება ჩვენი კვლევის ფარგლებსა და შესაძლებლობებს.

ავტორის ბიოგრაფია

  • ავთანდილ დემეტრაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,
    საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

კონსტიტუციონალიზმის პარადიგმები საქართველოში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 3, 99-129. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/48