ბულგარეთის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არსებული განსხვავებული და თანმხვედრი აზრები
ანოტაცია
ბულგარეთის რესპუბლიკის ძირითადი კანონისა და `საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას. ამ ორი ნორმატიული დოკუმენტის გარდა, სასამართლოს მოწყობა და საქმიანობის წესი რეგულირდება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.
ბულგარეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო 12 მოსამართლისგან შედგება. ოთხ მათგანს ნიშნავს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ოთხ-ოთხს კი ირჩევენ სახალხო კრება და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ცხრა წლის ვადით. მისი ამოქმედება შესაძლებელია პარლამენტის შემადგენლობის სულ მცირე 1/5-ის, პრეზიდენტის, მინისტრთა საბჭოს, უზენაესი საკასაციო სასამართლოს, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს და ქვეყნის გენერალური პროკურორის ინიციატივით (ბულგარეთის კონსტიტუცია, მუხლი 150).