განსხვავებული და თანმხვედრი აზრების მნიშვნელობა თურქეთის სასამართლო პრაქტიკაში

ავტორები

  • ალფასლან ალთან თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. ავტორი

ანოტაცია

კომიტეტსა თუ ჯგუფში მიმდინარე დისკუსიების დროს კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსი და ერთსულოვნება ყოველთვის არ მიიღწევა. განსხვავებული მოსაზრებების გათვალისწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და, საზოგადად, ის ხელს უწყობს დემოკრატიული ხასიათის შეთანხმების მიღწევას.

როცა ამ საკითხს სამართლის კუთხით განვიხილავთ, ჩვენ განსხვავებული და თანმხვედრი აზრების კონცეფციას ვაწყდებით. განსხვავებული და თანმხვედრი აზრების კონცეფცია შეიძლება მოკლედ დავახასიათოთ როგორც დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც კენჭისყრისას უმცირესობაში აღმოჩენილი მოკამათეების იდეებსა და აზრებს ასახავს.

ზოგიერთი იურისტი ამტკიცებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებულ ან უმცირესობათა ხმებს. გამოთქმულია მოსაზრება, რომ გადაწყვეტილებაში არ უნდა შედიოდეს უმცირესობათა აზრები, ისინი არ უნდა იბეჭდებოდეს და არც უნდა ცხადდებოდეს იმის გამო, რომ მათი გამოქვეყნება სასამართლო სისტემისადმი ნდობაზე მოქმედებს, რომ ისინი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ სასამართლო გადაწყვეტილებებზე და არ შეესაბამებიან სასამართლოს უზენაესობას. ამ თვალსაზრისის მიხედვით, განსხვავებული ხმა შეიძლება უმრავლესობის ხმად იქცეს, როცა რომელიმე პალატის ან კოლეგიის შემადგენლობა გამოიცვლება. და თუ ეს მცირე პერიოდში მოხდება, არსებობს იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე დისკუსიები შეამცირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობას. მიუხედავად ამ ნეგატიური შეხედულებებისა, არსებობს სხვა პოზიციაც განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით. ამ პოზიციის თანახმად, თუ პალატის ან კოლეგიის ყველა წევრი არ იზიარებს ერთსა და იმავე მოსაზრებას, მაშინ განსხვავებული აზრი შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ეს მეორე მიდგომა გაზიარებულია და მიღებულია როგორც სასამართლო გადაწყვეტილებების საერთო და გავრცელებული პრაქტიკა.

ავტორის ბიოგრაფია

  • ალფასლან ალთან, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

    სამართლის დოქტორი,
    თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

განსხვავებული და თანმხვედრი აზრების მნიშვნელობა თურქეთის სასამართლო პრაქტიკაში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 4, 137-143. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/64