განსაკუთრებული აზრის ინსტიტუტის ფორმირება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში

ავტორები

  • ჯეიჰუნ გარაჯაევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ავტორი

ანოტაცია

საკონსტიტუციო კონტროლის სისტემაში განსაკუთრებული აზრის ინსტიტუტისადმი დამოკიდებულება ორმხრივია. პოზიტიური მიდგომის მომხრეები ამტკიცებენ, რომ განსაკუთრებული აზრი უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და კონკრეტული საქმის მრავალასპექტიან, ყოველმხრივ განხილვას. განსაკუთრებული აზრის მიღებასთან დაკავშირებული ნეგატიური მიდგომა კი იმაში მდგომარეობს, რომ მთლიანობაში განსაკუთრებული აზრი ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ავტორიტეტს და უარყოფითად აისახება საკონსტიტუციო კონტროლის ეფექტიანობაზე.

განსაკუთრებული აზრის როლი სამართლებრივ სისტემაში პირდაპირ არის დამოკიდებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა ზეგავლენაზე მთლიანად სამართლებრივ სისტემაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები დეპერსონალიზებული, იმპერატიული ხასიათისაა და, გარკვეული ხარისხით, გავლენას ახდენს სამართლებრივ ურთიერთობებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კენჭისყრის შედეგები არ აისახება, ვინაიდან გადაწყვეტილებების გამოტანა სასამართლოს მთელი შემადგენლობის სახელით ხდება. სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, რომელიმე მოსამართლის განსაკუთრებულ აზრს იურიდიული ძალა არ გააჩნია. თუმცა მოსამართლის განსაკუთრებული აზრი საშუალებას იძლევა, კონკრეტულ საქმეს სხვა კუთხიდან შევხედოთ. მართალია, მოსამართლის განსაკუთრებული აზრი საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და სამართალაღსრულების პრაქტიკაში არ გამოიყენება, მაგრამ იგი ირიბად მაინც ახდენს ზეგავლენას ზოგადად სამართლებრივ სისტემაზე.

ავტორის ბიოგრაფია

  • ჯეიჰუნ გარაჯაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე,
    იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

განსაკუთრებული აზრის ინსტიტუტის ფორმირება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 4, 144-148. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/65