სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის გზაჯვარედინზე. ქრისტიანული სამართლებრივი საზოგადოება (CLS) მარტინესის წინააღმდეგ
ანოტაცია
ამერიკის კონსტიტუციურ სამართალში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული რთული ურთიერთობა მუდმივად წარმოადგენდა მტკივნეული დაპირისპირების საგანს. ზოგადად, დისკუსიები მიმდინარეობს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისს შორის. ერთნი თვლიან, რომ სახელმწიფო და ეკლესია მკვეთრად უნდა იყვნენ გამიჯნული, ხოლო მეორე თვალსაზრისის მიმდევრებს შესაძლებლად მიაჩნიათ მათი ერთმანეთთა თანამშრომლობა. გარკვეულ ზომამდე და ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით. ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში მსგავსი რადიკალური მიდგომა გადაჭარბებულია. გამიჯვნის ყველაზე მკაცრი მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ საჯარო სერვისები რიგ შემთხვევებში კერძო ეკლესიასაც უნდა მიეწოდოს. თანაარსებობის პრინციპის მგზნებარე დამცველები კი ხშირად აღნიშნავენ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში გარკვეული შეზღუდვის არსებობის აუცილებლობას. ამერიკის კონსტიტუციურ სამართალში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული რთული ურთიერთობა მუდმივად წარმოადგენდა მტკივნეული დაპირისპირების საგანს. ზოგადად, დისკუსიები მიმდინარეობს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისს შორის. ერთნი თვლიან, რომ სახელმწიფო და ეკლესია მკვეთრად უნდა იყვნენ გამიჯნული, ხოლო მეორე თვალსაზრისის მიმდევრებს შესაძლებლად მიაჩნიათ მათი ერთმანეთთან თანამშრომლობა. გარკვეულ ზომამდე და ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით. ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში მსგავსი რადიკალური მიდგომა გადაჭარბებულია. გამიჯვნის ყველაზე მკაცრი მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ საჯარო სერვისები რიგ შემთხვევებში კერძო ეკლესიასაც უნდა მიეწოდოს. თანაარსებობის პრინციპის მგზნებარე დამცველები კი ხშირად აღნიშნავენ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში გარკვეული შეზღუდვის არსებობის აუცილებლობას.