კედლის ბევრი ფანჯარა
ანოტაცია
,,`მეშინოდა თუ არა, მტრის ხელში ჩავარდნილი კუნძულის სანაპიროზე, როცა პატარა ყვითელ რეზინის ნავზე ვტივტივებდი და თან, ალბათ, სწრაფად ნიჩბის მოსმაში მსოფლიო რეკორდს ვამყარებდი? რა თქმა უნდა მეშინოდა. რა გაძლებინებს მსგავს შემთხვევებში? ფუნდამენტური ღირებულებები მაგონდება. მე ვფიქრობდი დედაზე, მამაზე და იმ სიძლიერეზე, რომელიც მათგან გადმომეცა – ღმერთზე და რწმენაზე, ეკლესიასა და სახელმწიფოს გამიჯვნაზე". ჯორჯ ჰ.ვ. ბუში1
ქრისტიანობისთვის ფუნდამენტური არის ის ნიშანი, რითაც ვანსხვავებთ, თუ რა ეკუთვნის ცეზარს და რა ღმერთს (ცფ. Mტ 22:21), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა განსხვავებაა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის... სახელმწიფო შეიძლება რელიგიურ საქმეებში არ არევა, მაგრამ ის არის რელიგიური თავისუფლებისა და განსხვავებული რელიგიების მიმდევრებს შორის ჰარმონიის გარანტი. თავის მხრივ, ეკლესიას, როგორც ქრისტიანული რწმენის საზოგადოებრივ გამომხატველს, აქვს საკუთარი დამოუკიდებლობა და სტრუქტურირებულია მისი რწმენის საფუძველზე, როგორც თემი (ცომმუნიტყ), რომელიც სახელმწიფომ უნდა აღიაროს. ასე რომ, ეს ორი მხარე, მართალია, განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ, ამავე დროს, ურთიერთდაკავშირებულია – პაპი ბენედიქტ XVI2
აღნიშნული ორი მტკიცება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სათანადო „გამიჯვნისა" თუ „განსხვავების" შესახებ მომდინარეობს ერთი შეხედვით მოულოდნელი წყაროებიდან: პირველი, შეერთებული შტატების პოლიტიკოსისგან, რომელიც მჭიდროდ იყო ასოცირებული რელიგიურ მემარჯვენეებთან 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მეორე, რომის კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი რელიგიური ხელმძღვანელისგან 2005 წლის პაპის ენციკლიკაში რწმენის, პოლიტიკისა და სოციალური მომსახურებების შესახებ. განსაკუთრებით, ამერიკულ წარმოსახვაში. ორივე ეს გამონათქვამი, გვაგონებს ჯეფერსონისეულ გამყოფ „კედელს", რომელიც ამ ორ სფეროს – პოლიტიკურსა და სოციალურ ცხოვრებას შორის დგას, „კედელს" რომელიც განხილულია, დაცულია და გაკრიტიკებულია ამ ესეიში მიმოხილული რამდენიმე ავტორის მიერ წინამდებარე სტატიის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ორივე, როგორც პოლიტიკოსი, ასევე რომის პაპი ლაპარაკობენ მხოლობითში: ერთი, სეკულარული სახელმწიფო, თავისი ერთი სეკულარული სამართლით და ერთი „ეკლესია" საკუთარი განსხვავებული წესებით, კანონით და მორალით. ნამუშევრები, რომლებიც განხილული იქნება წინამდებარე სტატიაში, სხვადასხვა გზით ცდილობენ აღნიშნული მხოლობითი ენა გადაიყვანონ მრავლობითში, რათა შეისწავლონ სეკულარულისა და რელიგიურის ურთიერთობა მსოფლიოში, რომელშიც არსებობს განსხვავებული რელიგიური ტრადიციები და განსხვავებული სოციალური თუ პოლიტიკური რეჟიმები.
ამ ესეიში მიმოხილული ნაშრომებიდან, მხოლოდ ერთი – `პლურალიზმის გამოწვევები", პეპერაინის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერთა – სტეფან მონსმის და კრისტოფერ სოპერის მიერ დაწერილი სამეცნიერო მონოგრაფია ემყარება ახალ კვლევას 5 დემოკრა- ტიული ქვეყნის შესახებ. ავტორების მიზანს წარმოადგენდა განეახლებინათ და დაეხვეწათ მათი 1997 წლის კრიტიკული ნაშრომი აშშ-ის იდეალზე – ეკლესიასა და სახელმწიფოს მკაცრ გამიჯვნაზე. მონსმისა და სოპერისგან განსხვავებით, რომლებსაც გააჩნიათ სრულიად მკაფიო კვლევის საკითხი, შტეფენ პროთერო და დ. ნარეშ კუმარი თავიანთ განახლებულ გამოცემაში გვთავაზობენ სხვადასხვა, საკმაოდ განსხვავებული ესეიების კომპილაციას, რომლებიც შეკრებილია როგორც ინდივიდუალური ავტორებისგან (პროთერო), ასევე ხელმეორედ დაბეჭდილია სხვა გამოცემებიდან (კუმარი), რათა შევძლოთ პლურალიზმის გაგება რელიგიური ეთნოგრაფიის, სოციოლოგიისა და სამართლის გათვალისწინებით. დარჩენილ 2 ტომში თავმოყრილია ვინდზორის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ 2006 წელს წარმოდგენილი ყველა არსებული ნაშრომი (მუნი) და ნაწილი ლექციების სერიისა, რომელიც ჩატარდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პრიორიტეტული სფეროს „რელიგია 21-ე საუკუნეში"ინიციატივით 2006 წელს (მეჰდი და სხვები). ერთად ეს 5 წიგნი წარმოადგენს თითქმის 50 სამართალმცოდნეობის, რელიგიისა და სოციალური მეცნიერებების მკვლევარების ერთობლივ ძალისხმევას, რათა გამოიკვლიონ გლობალიზაციის, იმიგრაციისა და რელიგიური პლურალიზმის შედეგები სეკულარული დემოკრატიისთვის თანამედროვე სამყაროში.
წინამდებარე ესეიში, გამოვყავი სამი ძირითადი საკითხი, რომლებიც განხილულია ხსენებულ ნაშრომებში: 1) სეკულარიზმისა და სეკულარული სახელმწიფოს მრავალგვარი გაგება;2) სხვადასხვა სასამართლო საქმეების მნიშვნელობა, რომელშიც განხილულ იქნა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის სათანადო ურთიერთობის საკითხი; 3) რელიგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე უფრო ზოგადი გამოწვევები დაკავშირებული ისეთი ცნებების ხელმეორედ განსაზღვრებასთან, როგორიცაა მოქალაქეობა, შეთანხმებული საერთო ღირებულებები და მოქალაქეობრივი კუთვნილება.