ჯვარცმები იტალიის სახელმწიფო სკოლების საკლასო ოთახებში. სასამართლომ არ დაადგინა დარღვევის ფაქტი

პრეს-რელიზი მომზადებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოს მიერ

ავტორები

ანოტაცია

დიდი პალატის დღევანდელი, საბოლოო გადაწყვეტილებით საქმეზე ლუცი და სხვები იტალიის წინააღმდეგ (განაცხადი N 30814/06), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხმათა უმრავლესობით მიიჩნია (15 ხმა 2 წინააღმდეგ), რომ:

არ დარღვეულა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის N 1 ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

საქმე ეხებოდა ჯვარცმების განთავსებას იტალიის სახელმწიფო სკოლების საკლასო ოთახებში. განმცხადებელთა მიხედვით, აღნიშნული არ შეესაბამებოდა სახელმწიფოს ვალდებულებას განათლებასთან მიმართებაში და სწავლების ფუნქციის განხორციელებისას პატივი სცენ მშობლების უფლებას, უზრუნველყონ ისეთი განათლება და სწავლება თავიანთი შვილებისთვის, რაც შეესაბამება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს.

მოცემული პრესრელიზი ხელმისაწვდომია ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ ენებზე.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

ჯვარცმები იტალიის სახელმწიფო სკოლების საკლასო ოთახებში. სასამართლომ არ დაადგინა დარღვევის ფაქტი: პრეს-რელიზი მომზადებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოს მიერ. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 5, 113-120. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/69