რელიგიის თავისუფლება – სად უნდა ვეძიოთ იგი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლების გამიჯვნის შესახებ

ავტორები

  • ვახუშტი მენაბდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების იურისტი ავტორი

ანოტაცია

საკანონმდებლო ტექნიკა გამორიცხავს ერთი და იმავე უფლების ორი მუხლით დაცვის საჭიროებას. რაც არ უნდა უხვი იყოს საყვედურები საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის ავტორების მიმართ, აღნიშნული წესიდან გადახვევის საბაბით, ამ პასუხისმგებლობის მათთვის გადაკისრება პრობლემაზე თვალის დახუჭვა იქნებოდა. ეს ასეც რომ იყოს, სამართალშემფარდებლებმა უნდა მიმართონ კონსტიტუციის განმარტების ყველა შესაძლო ხერხს, რომ ერთმანეთისგან გამიჯნონ მსგავსი ნორმებით დაცული სფეროები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებს ერთ შეხედვით მსგავსი დაცული სფერო გააჩნიათ. ორივეგან საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში უკვე ათი წელია დგას ამ მუხლების გამიჯვნის საკითხი. ამ დროის განმავლობაში იგი ხან უგულებელყოფდა გამიჯვნის საჭიროებას, ხან კი ურთიერთგამომრიცხავ მიდგომებს გვთავაზობდა. სულ ახლახან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმა. სასამართლოს ამ საქმეზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი. აღნიშნულ დავაში იგი საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახლებური განმარტების წინაშე დგას, მან უნდა განმარტოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი რელიგიის თავისუფლების რა ასპექტებს იცავს და რამდენად. მან უნდა გამიჯნოს რელიგიის თავისუფლების Forum Internum (შიდა სფერო) და Forum Exsternum(გარე სფერო)

წინამდებარე სტატიის მიზანია, გააანალიზოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკა, შესთავაზოს მკითხველს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლების მიდგომა. სტატიის დასკვნით ნაწილში საუბარი იქნება სახალხო დამცველის ზემოაღნიშნულ სარჩელზე და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაძლო ვარიანტებზე.

ავტორის ბიოგრაფია

  • ვახუშტი მენაბდე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების იურისტი

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების იურისტი
    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის ლექტორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

რელიგიის თავისუფლება – სად უნდა ვეძიოთ იგი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლების გამიჯვნის შესახებ. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 5, 121-137. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/70

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები