საკუთრების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ინდივიდუალური საკუთრების უფლებებში ჩარევის პროპორციულობის დაბალანსების სასამართლო პრაქტიკის ანალიზი
ანოტაცია
კერძო საკუთრების დაცვა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ლიბერალური ეკონომიკის განვითარებისა და სტაბილური დემოკრატიული, პოლიტიკური და საკანონმდებლო სისტემების მშენებლობის თვალსაზრისით, რაც თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების და ამ საზოგადოების ინდივიდუალური წევრების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ასეთ სისტემაში სახელმწიფო გამოდის საკუთრების უფლების ეფექტური გამოყენების გარანტად და არ ერევა საკუთრების თავისუფალ ბრუნვაში კერძო პირებს შორის. სხვა სიტყვებით, თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქცია არის საკუთრების დაცვა. ასეთი თანამედროვე სახელმწიფო არ უნდა აწესებდეს უსარგებლო შეზღუდვებს საკუთრების მშვიდობიანად გამოყენების უფლებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეზღუდვები განსაკუთრებით საჭიროა, პროპორციულია და ეფუძნება სამართლის ნორმის პრინციპებს, რაც წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების ეფექტური გამოყენების საფუძველს.
კერძო საკუთრების ცნება საბჭოთა საკანონმდებლო სისტემაში პოლიტიკური მიზეზების გამო, ყურადღებას ამახვილებდა სახელმწიფოს საკუთრების დაცვასა და სოციალისტურ საკუთრებაზე. ლიბერალურ ეკონომიკურ საზოგადოებებში არსებული, მიწასა და უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობების საწინააღმდეგოდ კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა და უძრავი ქონების ფლობა არ იყო აღიარებული და დაშვებული. ის შეზღუდული იყო ქონებით სარგებლობის, ფლობისა და განკარგვის უფლებით. მაგრამ ეს უფლებები, განსაკუთრებით კი, ფლობისა და განკარგვის უფლება შეზღუდული იყო კანონითაც და პრაქტიკაშიც, რითაც ხდებოდა საკუთრების მშვიდობიანად გამოყენების უფლების არსის იგნორირება.
ამგვარად, მაგალითად: სსრკ სამოქალაქო კანონმდებლობის პრინციპების თანახმად, ინდივიდუალურ მესაკუთრეს ჰქონდა საკუთრების ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება. ამასთან, ისინი დამატებით აწესებდნენ საკუთრების დისკრიმინაციული დაყოფის წესებს რამდენიმე ტიპის საკუთრებად – სოციალისტური საკუთრება, რაც მოიცავდა სახელმწიფოს საკუთრებას (ე.წ. `ხალხის საკუთრება") და კოლექტიური ფერმების, პროფესიული სავაჭრო კავშირების და სხვა კოლექტიური ორგანიზაციების საკუთრებას. ეს ორგანიზაციები მართავდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას. სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლები, რომლებიც იქცა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში სამოქალაქო კოდექსების საკანონმდებლო პროექტების წყაროდ, აგრეთვე აწესებდა უფლებას ინდივიდუალური ან პერსონალური ქონების ფლობაზე, თუმცა ეს ითვალისწინებდა შეზღუდული მასშტაბის საკუთრებას. მაგალითად, ყოველ მოქალაქეს ჰქონდა პერსონალურ ქონებაზე საკუთრების უფლება, რომელიც ემყარებოდა მის `შრომასთან დაკავშირებულ შემოსავლებს", რომელთა გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდა `საზოგადოების ინტერესებს". პიროვნებას ჰქონდა უფლება მის მფლობელობაში ყოფილიყო მხოლოდ ერთი, კანონით განსაზღვრული ზომის სახლი (ან მისი ნაწილი). სოფლის მცხოვრებლებს, რომლებიც იყვნენ კოლექტიური ფერმების წევრები, შეეძლოთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის შინაური ცხოველები ჰყოლოდათ3. შესაძლოა განხორციელებულიყო პირადი საკუთრების `რეკვიზიცია" ან
,,`კონფისკაცია", შესაბამისად, კომპენსაციის გადახდით ან მის გარეშე. პირადი საკუთრების დაცვის რეჟიმი აგრეთვე საკმაოდ სუსტი იყო სახელმწიფოს საკუთრებასთან შედარებით, რომელიც უკეთესად იყო დაცული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობით და კანონისმიერი იძულების შესაბამისი მექანიზმით4. ამ გარემოებას ხაზი გაესვა 1977 წლის ბრეჟნევის დროის სსრკ-ის კონსტიტუციის დებულებებით, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის 61-ე მუხლი მოქალაქეებს უწესებდა ვალდებულებას, დაეცვათ სოციალისტური საკუთრება როგორც უმაღლესი ღირებულების მქონე საკუთრება. ასეთი სამართლებრივი მიდგომა სრულად ასახავდა მარქსისტულ მიდგომას სოციალისტურ საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც მიიჩნეოდა წარმოების საშუალებად სოციალისტურ საზოგადოებაში. ეს, თავის მხრივ, ასახავდა მიდგომას საკუთრების სამართლისადმი, რომელიც აღიქმებოდა როგორც საკანონმდებლო ნორმების ჯგუფი, რომელიც არეგულირებდა ეკონომიკური წარმოების საშუალებებისა და შრომის შედეგების განაწილების პირობებს სახელმწიფოს (რომელიც წარმოადგენდა მუშათა კლასის ინტერესებს) მიერ. სახელმწიფო კი თავის მხრივ ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა ზემოთ ხსენებულ ობიექტებს. მოცემული პოლიტიკურ-ეკონომიკური მიდგომა ხაზს უსვამდა კოლექტიური და სახელმწიფო საკუთრების უპირატესობას ინდივიდის კერძო საკუთრებაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ყოველი კერძო პირის საკუთრების უფლებები ზოგადად დაკნინებული გახლდათ, მიწის, ბუნებრივი და სხვა რესურსების სახალხო საკუთრებად გამოცხადების მიუხედავად, რაც ცხადდებოდა სახელმწიფოს კუთვნილებად, იგივე, სახალხო საკუთრებად.
`სსრკ-ის კონსტიტუციის და სამოქალაქო კანონმდებლობის პრინციპების დებულებები სინამდვილეში არ ასახავდნენ საკუთრების უფლებების დამცავ საერთაშორისო სამართლის დებულებებს, რაც გაცილებით უფრო ადრე იყო მიღებული, რადგან ეს პრინციპებიხაზს უსვამდნენ სოციალისტური საკუთრების დომინანტურობას კერძო საკუთრებაზე. კერძოდ, ზემოთ ხსენებულ საკანონმდებლო აქტებთან შედარების თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლი, რომელიც მიღებულ და აღიარებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს სამი საბჭოთა წარმოშობის წევრის მონაწილეობით ადგენს, რომ `,,ყველას აქვს უფლება, ფლობდეს საკუთრებას, ინდივიდუალურად და აგრეთვე, სხვებთან ერთად" და რომ `,,დაუშვებელია საკმარისი საფუძვლის გარეშე ადამიანს წაერთვას მისი საკუთრება". საბჭოთა იურისპრუდენციაში მიღებული და კონსტიტუციის პრინციპებში ასახული მიდგომა აგრეთვე საკმაოდ განსხვავდებოდა 1952 წელს მიღებული ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის π1 ოქმის პირველი მუხლის ტექსტში განსაზღვრული ფორმულების, ცნებებისა და სულისკვეთებისაგან, რომლის მიხედვითაც, `ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი ქონების დაუბრკოლებლად გამოყენების უფლება. პირს ქონება შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ საჯარო ინტერესის შესაბამისად კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში". ასევე, ზემოთ მითითებული ტექსტის თანახმად, საკუთრების უფლების დაწესება `,,ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის, ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად"
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლობის შესაბამისი დეკლარაციების მიღების შემდეგ, ამ სახელმწიფოების კონსტიტუციებში განხორციელებულ ცვლილებებში აისახა საკუთრების დაცვის მიდგომები, რომელთა მიხედვითაც საკუთრების მშვიდობიანი გამოყენების უფლება წარმოადგენს ძირითად უფლებას. აღნიშნული უფლება საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც ის უგულებელყოფილი იყო, დაცულია კანონით და მისი იძულების მექანიზმით. მოცემული კონსტიტუციური სიახლეები ასევე კრძალავდნენ ნებისმიერ თვითნებურ ჩარევას საკუთრებით სარგებლობის უფლებაში ან ნებისმიერ სხვა ჩარევას, რაც არ ემყარებოდა კანონს. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად8, 2006 წელს ძალაში შესული კონსტიტუციური ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, π1 ოქმის პირველ მუხლში განსაზღვრული პრინციპების განვითარება მოხდა და დადგინდა:
`1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებე- ლია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება; 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით". ამგვარად, საქართ
ველოს ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიდგომებს საკუთრების დაცვასთან მიმართებითი და ადგენს საკუთრების უფლებათა დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს, იმასთან შედარებით, რაც იყო თავდაპირველად მოცემული კონვენციის π1 ოქმის პირველ მუხლში9. კერძოდ, კონსტიტუციის 21-ე მუხლი ადგენს, რომ საკუთრების უფლებებში ჩარევა – საკუთრების შეძენის, გასხვისებისა და მემკვიდრეობით გადაცემის/მიღების შეზღუდვა შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება" და `კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში". აკრძალულია ნებისმიერი სახით საკუთრების ჩამორთმევა სასამართლო გადაწყვეტილების და სათანადო კომპენსაციის გარეშე, თუმცაევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრაქტიკაში ეს საკითხი ყოველთვის ასე არ წყდება. შიდა კანონმდებლობა მკაცრად კრძალავს საკუთრების ჩამორთმევას, მატერიალურდა პროცედურულ სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და სათანადო კომპენსაციის გადახდის გარეშე. მსგავსი მიდგომა იქნა გამოყენებული საკუთრების დაცვის გარკვეული, მგრძნობიარე სფეროებისთვის საქართველოში, როგორიცაა მაგალითად საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მსხვერპლთათვის საკუთრებისა და საცხოვრებლის აღდგენისსაკითხებთან მიმართებაში, როგორც ეს იქნა გაანალიზებული ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ. კომისიის ერთ-ერთი ექსპერტი გახლდათ ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიის წევრი, მან აღნიშნა, რომ: ,,`საკუთრებასთან მიმართებაში, ყოველ კონკრეტულშემთხვევაში, სათანადო სამართლიანი ბალანსი უნდა იყოს დაცული. სამართლიანი ბალანსის დაცვა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული პროცედურები ითვალისწინებდნენ ყველა შესაბამის ფაქტორს... მიუხედავად იმისა, რომ N1 ოქმის პირველი მუხლი პირდაპირ არ მოითხოვს კომპენსაციის გადახდას საკუთრების შეზღუდვის (ან ჩამორთმევის) თუ სხვაგვარი ჩარევის შემთხვევაში, კომპენსაციის მოთხოვნა, როგორც წესი, ნაგულისხმევია. ...საკუთრების ჩამორთმევა მის ღირებულებასთან გონივრულად დაკავშირებული თანხის გადახდის გარეშე ჩვეულებრივ არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს, რომელიც დაუშვებელია მიჩნეულ იქნეს გამართლებულად პირველი მუხლის თანახმად. ამასთან, პირველი მუხლი არ იძლევა ყველა შემთხვევაში სრული კომპენსა- ციის მიღების გარანტიას, რადგან საჯარო ინტერესის" საკანონმდებლო მიზნები, როგორიცაა ეკონომიკური რეფორმის გასატარებლად საჭირო ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ უფრო დიდი სოციალური სამართლის დამკვიდრებას, შესაძლოა გულისხმობდნენ სრულ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის კომპენსაციას. ... ბოლოს, საკუთრე- ბის უფლებაში ჩარევა, აგრეთვე უნდა აკმაყოფილებდეს სამართლებრივი გარკვეულობის მოთხოვნებსა და კანონიერებას, ... საკუთრების კონფისკაცია უნდა განხორციელდეს კანონის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ... სახელმწიფო (ან საჯარო უფლებამოსილი ორგანო) უნდა მოქმედებდეს ადეკვატურად ხელმისაწვდომი და საკმარისად ზუსტი კანონისმიერი დებულებების შესაბამისად, რომლებიც აკმაყოფილებენ `სამართლის" კონცეფციის ყველა არსებით მოთხოვნას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული ჩარევა უნდა ემყარებოდეს ეროვნული სამართლის კანონის გარკვეულ დებულებებს, არამედ იმასაც, რომ უნდა არსებობდეს სამართლიანი და სათანადო პროცედურა, ხოლო შესაბამისი ღონისძიება უნდა იყოს დადგენილი და განხორციელებული სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ და უნდა იყოს მიუკერძოებელი".
ზემოთ ხსენებული მიდგომა არის ცხადი და ლოგიკური, ის წარმოადგენს ზოგადი მიდგომის გაგრძელებას, რომელიც აღიარებულია საჯარო და კერძო საერთაშორისო სამართლის მიერ ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა საკუთრების ჩამორთმევა. ამ მიდგომის პრაქტიკაში დანერგვა სახელმწიფოს და სასამართლო უფლებამოსილი ორგანოების მიერ საკმაოდ მარტივია იმ საქმეების მიმართ, რომლებიც უკავშირდება საკუთრების უფლებებში ჩარევას. ამასთან, მარტივად რომ ვთქვათ, ის არ ითვალისწინებს საკუთრების უფლებებში ჩარევის კონკრეტულ გარემოებებს. მოდით შევაფასოთ, თუ როგორ გამოიყენება ის პრაქტიკაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ეხება საქართველოს, როგორ გამოიყენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და რომელი კრიტერიუმები გამოიყენება იმის გადასაწყვეტად, ადგილი ჰქონდა თუ არა საკუთრების უფლებებში უკანონოდ ჩარევას.