საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის საკითხთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები

ავტორები

  • ქეთევან ერემაძე სამართლის დოქტორი. ავტორი

ანოტაცია

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობის ობიექტური საზომი მისივე გადაწყვეტილებებია, მათში ვლინდება სასამართლოს რეალური დანიშნულება და პრაქტიკული მნიშვნელობა. 

საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს რა კონსტიტუციის ნორმებს, შედეგად ქმნის ცოცხალ კონსტიტუციას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, სასამართლომ, კონსტიტუციური ღირებულებების სრულყოფილად გააზრების გზით და მათზე დაყრდნობით, უზრუნველყოს ქვეყნის მთავარი კანონის პრაქტიკული ქმედითობა. სასამართლომ, თითქმის ყველა საქმეზე, უშუალოდ ეხება რა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათი განმარტება უნდა დააფუძნოს თითოეული ამ უფლების შინაარსის, ფარგლების, დიაპაზონის სრულყოფილად შეგრძნებასა და გაანალიზებას, რათა განმარტების შედეგად მიღებული უფლების პრაქტიკული შინაარსი სრულად ადეკვატური იყოს ამ უფლების კონსტიტუციური წონისა. საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხელს უნდა უწყობდეს სამართლის განვითარებას. რამდენად არის ასეთი თითოეული გადაწყვეტილება, შესაბამისად, რამდენად ქმედითი, ეფექტური და სამართლიანია სასამართლო, ამაზე ობიეტური პასუხები თავად გადაწყვეტილებებშია. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად, იმავდროულად, ისინი ღიაა საზოგადოებისა თუ დაინტერესებული პირების შეფასებებისა და დისკუსიისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილებები თვითშეფასების ყველაზე სწორი კრიტერიუმია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის (მოსამართლეებისთვის). ამიტომ, რამდენადაც შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო, იყოს საკუთარი გადაწყვეტილებების ობიექტური მკითხველი და ადეკვატურად თვითკრიტიკული, იმდენად შეძლებს განვითარებას.

ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს შემოღების მიზნების რეალიზაციისთვის, პირველ რიგში, არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებების შინაარსს, მაგრამ, იმავდროულად, ამ გადაწყვეტილებების და, შესაბამისად, სასამართლოს საქმიანობის პრაქტიკული შედეგების ხელმისაწვდომობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი (გადაწყვეტილებების) იურიდიული ძალის სამართლებრივი გარანტიების სწორ გააზრებასა და ჩამოყალიბებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიულ ძალას არაერთი აქტუალური და პრობლემატური საკითხი უკავშირდება. წინამდებარე სტატიაში ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ავტორის ბიოგრაფია

  • ქეთევან ერემაძე, სამართლის დოქტორი.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი,
    სამართლის დოქტორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის საკითხთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 6, 3-23. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/75