კანონის უზენაესობის როლი საკონსტიტუციო სამართლის განვითარებაში
ანოტაცია
თანამედროვე სამართალში ორი მთავარი ტენდენცია არსებობს: გლობალიზაცია და კონსტიტუციონალიზაცია.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიისა და ა.შ. მჭიდრო ურთიერთკავშირმა სუვერენული სახელმწიფოს ღიაობას შეუწყო ხელი. სახელმწიფო, რომელიც მანამდე კარჩაკეტილი იყო, ახლა გახსნილია. „ღია სახელმწიფოებრიობა“ მისი ახალი მახასიათებელია. სუვერენიტეტმა განსაკუთრებულობის ეფექტი დაკარგა, მეტად ფარდობითი ხასიათი შეიძინა და თითქმის უარი თქვა თავისი ჭეშმარიტი ფუნქციის შესრულებაზე. კანონმა პასუხი უნდა გასცეს ამ მოვლენას. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის (სამართლის) ინტერნაციონალიზაციისათვის უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კონკრეტულად კი საკონსტიტუციო სამართლის სფეროში. ევროკავშირი ამ ინტერნაციონალიზაციის იმ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელსაც ერთგვარი ზესახელმწიფოებრიობაც კი ახასიათებს.
ეს ტრანსნაციონალური კავშირი თავის არსენალში სახელმწიფო სტრუქტურის სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს მოიცავს. საშინაო საკითხები საკმაოდ გაევროპულებულია და ეს აშკარად განაპირობებს სახელწიფო სტრუქტურიდან ტრანსნაციონალურ სტრუქტურაზე ფუნქციონალურ გადანაცვლებას.
თანამედროვე სამართლის განვითარებაში მეორე უმნიშვნელოვანეს მოვლენას კონსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ და საგარეო, საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებულ განზომილებებში მოიაზრება თანამედროვე სამართლის განვითარებაში მეორე უმნიშვნელოვანეს მოვლენას კონსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ და საგარეო, საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებულ განზომილებებში მოიაზრება. კონსტიტუციონალიზაციის შიდასახელმწიფოებრივ განზომილებას სხვადასხვა ასპექტები გააჩნია. პირველ რიგში, ტერმინი „კონსტიტუციონალიზმი“ სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ. მისი ყველაზე ძლიერი ფორმა თავად ახალი კონსტიტუციის შექმნაა. ნაკლებად მნიშვნელოვან, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ხშირად გამოყენებად ფორმას არსებული კონსტიტუციის ფორმალური სახეცვლილება წარმოადგენს. საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც რეგულარულად მოითხოვს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებას, როგორიცაა კვალიფიციური უმრავლესობა პარლამენტში და/ან რეფერენდუმი.
უფრო მეტიც, კონსტიტუციონალიზმი ყველაზე ეფექტურად და სისტემატურად კონსტიტუციურ ინტერპრეტაციას იყენებს, რომლის საშუალებითაც ხდება საკონსტიტუციო ტექსტის ადაპტირება მთავარ სოციალურ ცვლილებებთან, იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია „ცოცხალი ინსტრუმენტია“, რომელიც ჟამთასვლას მიჰყვება, მაგრამ ნებისმიერ მომენტში ადეკვატური უნდა იყოს. ასე რომ ადაპტაცია ინტერპრეტაციის საშუალებით სავალდებულოა (აუცილებელია). თუკი ადაპტაციის ამგვარი ხერხი აძლიერებს მოცემული ტექსტის საკონსტიტუციო ზეგავლენას კონსტიტუციური იდეების გამდიდრებითა და განმტკიცებით, სწორედ ეს წარმოადგენს კონსტიტუციონალიზაციის ფორმას ინტერპრეტაციის საშუალებით.
იგივე შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაშიც, თუკი ჩვეულებრივი კანონის ადაპტირება ხდება „კონსტიტუციის თანახმად“, რაც გულისხმობს იმას, რომ კონსტიტუციური ცნებები ჩვეულებრივი კანონმდებლობის საშუალებით გადმოიცემა და ხორციელდება. ამგვარად, კონსტიტუციური იდეები აღწევს პარლამენტის მიერ შექმნილი კანონის სფერობეში და ავსებს მას, რაც აგრეთვე კონსტიტუციონალიზაციის პროცესს წარმოადგენს.
კონსტიტუციონალიზმი ასევე აღწევს საერთაშორისო და სუპრანაციონალურ (ზესახელმწიფოებრივ) კანონში. ამის დამადასტურებელ მნიშვნელოვან მაგალითებს წარმოადგენს მოსამართლეების მიერ კანონის უზენაესობის დაუწერელი ფუნდამენტალური უფლებებისა და საფუძვლების შექმნა ევროპული თანამეგობრობისა და ევროკავშირის მართლწესრიგში (სამართლებრივ ნორმებში). სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე შექმნილმა (პრეცედენტულმა) კონსტიტუციონალიზაციის პროცესმა ფუნქციურად დაუდო სათავე ამ საკითხებში წერილობითი საკონსტიტუციო ტექსტის წარმოქმნას.
კონსტიტუციონალიზაციის პროცესები ასევე ნათლად ჩანს ტრადიციულ საერთაშორისო სამართალში. jus cogens -ის ევოლუცია, როგორც იმპერატიული ნორმების პრინციპებისა, რომელთაც ვერანაირად ვერ აუვლის გვერდს სახელმწიფოს უზენაესი ძალაუფლება, სწორედ ასეთ პროცესს შეგვიძლია მივაკუთვნოთ. ადამიანის უფლებები, სამხედრო ძალის გამოყენების აკრძალვა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის სხვა არსებითი მნიშვნელობის მქონე პრინციპები გვიჩვენებს საერთასორისო სამართლის, როგორც უზენაეს ძალაუფლებაზე დაფუძნებული ჰორიზონტალური კოორდინირების სისტემის ეტაპობრივ ტრანსფორმაციას ვერტიკალურ პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ ნორმებზე. ასეთი ტრანსფორმაცია კონსტიტუციონალიზაციის პროცესთან ერთად მიმდინარეობს.
კონსტიტუციონალიზაციის ყველაზე ძლიერი ფორმა ახალი კონსტიტუციების შექმნაა. სწორედ ეს პრო-
ცესი დაიწყო ახლად ჩამოყალიბებული დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში, კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ. ეს პროცესი ასევე არსებული კონსტიტუციების „სრულ გადასინჯვას“ მოიცავს, როგორც ეს მოხდა შვეიცარიაში 1999 წელს (ახალი კონსტიტუცია 2000 წლიდან ამოქმედდა), ავსტრიაში განხორციელებულმა კონსტიტუციის ფუნდამენტურმა ცვლილებებმაც არსებული კონსტიტუციის ძირითად პრინციპებზე მოახდინეს ზეგავლენა.
როგორც უკვე აღინიშნა, შიდასახელმწიფოებრივი კონსტიტუციონალიზაციის მეორე ასპექტი ახალი კონსტიტუციის შექმნაში კი არ მდგომარეობს, არამედ არსებული კონსტიტუციის რეფორმირებაში (თუკი ის არ შედის „სრული გადასინჯვის“ კატეგორიაში), რათა უფრო ქმედითი გავხადოთ ან რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი დავამატოთ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კონსტიტუციის ტექსტში ინდივიდუალური საკონსტიტუციო სარჩელის შემოღება, როგორც ეს თურქეთში ხდება. ეს რეფორმები კონსტიტუციის კონკრეტული დებულებების თანახმად უნდა განხორციელდეს.
უკვე აღვნიშნეთ, რომ არსებობს საკონსტიტუციო იურისდიქციით განსაზღვრული ფუნქციური კონსტიტუციონალიზაციის ფორმა. მოსამართლეების მიერ საკონსტიტუციო ტექსტის ინტერპრეტაცია საკონსტიტუციო სამართლის შემდგომი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგალითად, გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენცია პიროვნების უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის ღირსებისა და პიროვნების თავისუფალი გადაადგილების გარანტიებს ეფუძნება (2.1 მუხლები გერმანიის ძირითადი კანონის 1.1 მუხლებთან შესაბამისობაში). ამ კონტექსტში ჩვენ ასევე შეიძლება განვიხილოთ საკონსტიტუციო სამართლის იურისპრუდენციის სტრუქტურები სხვა ევროპულ ქვეყნებში.
კონსტიტუციონალიზმის შემდეგი ასპექტი წარმოადგენს იმ გადამწყვეტ ფაქტორს, რასაც სამართალი, კონკრეტულად კი საკონსტიტუციო სამართალი ახდენს საზოგადოებაზე. საკონსტიტუციო სამართლის იდეებისა და ცნებების ინტერნალიზაცია ქვეყნის ძირითად საკონსტიტუციო სტრუქტურებთან და ღირებულებებთან იდენტიფიცირებულ საზოგადოებაში უნდა მოხდეს.
კონსტიტუციონალიზმი უბრალო ფორმალობა იქნებოდა და მეტი არაფერი, პიროვნებების მხარდაჭერით რომ არ სარგებლობდეს. საკონსტიტუციო სამართლის საბოლოო მიზანი მხოლოდ საჯარო ძალაუფლების განხორციელებაზე საზღვრების დაწესება კი არა, საზოგადოებისთვის ისეთი კურსის დასახვაა, რომელსაც თითოეული ადამიანი განახორციელებს ცხოვრებაში, რაც იმას მოწმობს, რომ
კანონის ყველა დარგი კონსტიტუციონალიზებულია და ყველანი ერთად „ქვეყნის უზენაეს კანონს“ – კონსტიტუციას ექვემდებარებიან.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს საკონსტიტუციო შესაძლებლობები, ძირითადი უფლებები და სამართალწარმოების საშუალებები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევაში, საზოგადოების თითოეულ წევრს გააჩნია. საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს, მიიღოს და რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს საკონსტიტუციო სამართალი, რადგან სამართლებრივი ნორმის უმაღლესი ღირებულებები საზოგადოების საქმიანობის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სამართალი დასაბამს აძლევს პიროვნებასთან იდენტიფიცირების პროცესს და არსებითი წვლილი შეაქვს საზოგადოების ინტეგრირების პროცესში.
კონსტიტუციონალიზმი კანონის უზენაესობის დამყარებას გულისხმობს. კონსტიტუცია კანონის მთავარი გამოხატულებაა. კონსტიტუციის უპირატესობის აღიარება კანონის ყველა სხვა დარგებზე წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს კანონის უზენაესობის განვითარების პროცესში.
კონსტიტუციონალიზაციის გარე (ობიექტურად არსებულ) განზომილებას ორმაგი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ეს კონსტიტუციაში არსებულ დებულებებს ეხება, რომლებიც სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთობას არეგულირებს. კონკრეტულად კი, კონსტიტუცია განგვიმარტავს, თუ როგორ უნდა წარმოვადგინოთ საერთაშორისო შეთანხმებები საშინაო სამართლებრივ ნორმებად, პირდაპირი მიღებით თუ ტრანსფორმაციის გზით. თანამედროვე მიდგომით, ეროვნული ინსტიტუციები საერთაშორისო შეთანხმებებს პირდაპირი გზით იყენებენ, რაც ნიშნავს, „მიიღო“ ისინი შიდა სამართლებრივი ნორმის ფარგლებში, საშინაო სამართლად გარდაქმნის გარეშე. საერთაშორისო შეთანხმებების მიღებისა და შეთვისების ამგვარი კონცეფცია ხშირ შემთხვევაში ამ შეთანხმებების ეროვნულ კანონმდებლობასთან უპირატესობას უკავშირდება. ეს ყველაფერი განაპირობებს შორს მიმავალ პრაქტიკულ შედეგებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივმა მოსამართლეებმა კონფლიქტის დროს საერთაშორისო შეთანხმება უნდა გამოიყენონ და არა შიდა კანონმდებლობა. ევროპის უმეტეს ქვეყნებში ეს სისტემა მოქმედებს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, საერთაშორისო შეთანხმებებს შიდა გერმანულ კანონად გარდაქმნის. კონსტიტუციონალიზაციის პროცესი კონკრეტულად შეიძლება დავინახოთ ტრანსფორმაციის სისტემების რეფორმებში, რომლებიც მათ მონისტურ, მიმღებ სისტემებად აქცევენ, როგორც ეს მოხდა იტალიაში 2001 წელს.
რაც შეეხება ზოგად საერთაშორისო სამართლის ნორმებს, უნივერსალურ ჩვეულებით სამართალს ან ზოგად პრინციპებს, კონსტიტუციები რეგულარულად ცხადყოფენ, რომ ამ ტიპის საეთაშორისო სამართალი პირდაპირ ესადაგება შიდა სამართლებრივი ნორმის ფარგლებს და კანონმდებლობაზე მაღლა დგას. მიუხედავად იმისა, რომ გერამნიაში შეთანხმებების მიმართ დუალისტური დამოკიდებულებაა,ზოგადი საერთაშორისო სამართალი მიღებულია როგორც საერთაშორისო სამართლის პირდაპირი
წყარო, რომელიც თავად კანონმდებელსაც ანგარიშვალდებულს ხდის.
ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სამართლის კონსტიტუციონალიზაციის პროცესი თვალნათლივ გამოიხატება მის ინტერპრეტაციაში. საკონსტიტუციო სასამართლომ შიდასახელმწიფოებრივი სამართლის, თვით შიდა საკონსტიტუციო სამართლის ინტერპრეტაციის მეთოდი, საეთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში განავითარა, ევროკავშირი კი, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს ყველაფერი „ღია სახელმწიფოებრიობის“ შედეგს წარმოადგენს: ევროპული და უნივერსალური კონსტიტუციონალიზმის ახალი, მძლავრი ტენდენცია, რომელმაც ეროვნული სუვერენიტეტობის შორსმიმავალ რელატივიზაციამდე მიგვიყვანა.
კონსტიტუციონალიზაციის გარე განზომილების მეორე მნიშვნელობა ის ფენომენია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ელემენტებშიც კი ვრცელდება და რომელიც ადრე მხოლოდ ეროვნულ საკონსტიტუციო სამართალში იყო ცნობილი: ფუნდამენტური უფლებები, კანონის უზენაესობის ასპექტები, ძირითადი პრინციპები, როგორიცაა მშვიდობის პრინციპი და სამხედრო ძალის გამოყენება საერთაშორისო ურთიერთობის იარაღად და ა.შ. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია განვასხვაოთ ფორმალური და არსებითი კონსტიტუციონალიზაციის პროცესი. რეალური ღირებულებების წარმოქმნა, რომელიც აკანონებს ius cogens (საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმებს), ამ პროცესის მთავარ ფორმალურ ასპექტს წარმოადგენს; საერთაშორისო სამართალი, რომელიც თავისი ბუნებით კოორდინირებულია და ძირითადად ეროვნულ სუვერენიტეტზე და თანასწორობაზეა დაფუძნებული, ზოგიერთ სფეროში/დარგში ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ სამართლებრივ ურთიერთობებში გადადის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროებში დადგენილ ღირებულებებს საერთაშორისო სამართლის საკითხების ჰორიზონტალური კოორდინაცია ვერანაირად ვერ დააკნინებს. ასეთ სფეროებში/დარგებში არსებული იერარქია კანონმდებლობასა და კონსტიტუციას შორის არსებული ურთიერთობის მსგავსია. ფორმალური კონსტიტუციონალიზმის ეს ასპექტი იმ ელემენტებით შეივსო, რომლებიც ეროვნული კონსტიტუციური კონცეფციიდან გამომდინარეობენ. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ზემოთ. შეიძლება ითქვას, რომ, რაც უფრო მეტი ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირებული ელემენტები იქნება გარანტირებული არა მარტო ეროვნულ კონსტიტუციაში, არამედ საერთაშორისო სამართლის დონეზეც მით მეტი საერთაშორისო სამართალი გაივლის კონსტიტუციონალიზმის პროცესს.