შედარებითი სამართლის მეთოდოლოგიის გამოყენება პრაქტიკაში
პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებათა გადანაწილება საქართველოში, საფრანგეთსა და გერმანიაში
ანოტაცია
2014 წლის 22 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმას ეძღვნებოდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა, დაედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა რეფორმის კლასიფიცირება კონსტიტუციური თეორიის ჭრილში და შეესწავლა თეორიის გამოყენება პრაქტიკაში. ამას გარდა, კონფერენციაზე უნდა გარკვეულიყო საქართველოს პრეზიდენტიფუნქციები და პასუხისმგებლობები რეფორმის შემდგომ. პირველ რიგში, სტატიაში განვიხილავთ შედარებითი სამართლის მეთოდოლოგიას (I.), შემდეგ თავში კი ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობაზე (II.). ამას გარდა, მე-3 ნაწილში დაწვრილებით აღვწერთ უფლებამოსილებათა განაწილებას საფრანგეთში (III.) და შევადარებთ ქართულ სისტემას. სტატიის დასასრულს გერმანიის კონსტიტუციასთან გავავლებთ პარალელებს (IV.) და კვლევის შედეგებს რამდენიმე თეზისად შევაჯამებთ.