მოტივირებული გადაწყვეტილების უფლება
ანოტაცია
მოტივირებული გადაწყვეტილების უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი სახელმწიფო თვითნებობის შესაზღუდად და უდანაშაულობის პრეზუმფციის გადასაწონად. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულოობა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან და სხვა მრავალი საერთაშორისო სამართლებრივი აქტიდან. მოტივირებული გადაწყვეტილების უფლების რეალიზაციისთვის გამოწვევას წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი,რომელიც, თავის მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მექანიზმია და საკმაოდ წარმატებულად იდგამს ფეხს საქართველოს სინამდვილეში. წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული დაუსაბუთებელი ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილ სასამართლოს განაჩენს მოაქცევს სამართლიანი სასამართლოს უფლების ჩარჩოში.