საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რეტროაქტიული ეფექტი

ავტორები

  • მარინე კაპანაძე სამართლის ბაკალავრი, ავტორი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რეტროაქტიული ეფექტის გავრცელების აუცილებლობა. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიენიჭოს დისკრეცია, გამონაკლის შემთხვევაში განსაზღვროს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იურიდიულად ძალადაკარგულობის მომენტი. აღნიშნული გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საქმე შეეხება არაკონსტიტუციურად ცნობილ ისეთ ნორმას, რომლითაც პირს პასუხისმგებლობა დაეკისრა ან ამ ნორმის საფუძველზე სახელმწიფოს მოქმედებით მიადგა ზიანი. ჩამოყალიბებული თეზისის გასამყარებლად სტატიაში წარმოჩენილია რამდენიმე ძირითადი არგუმენტი, მათ შორის, ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დღეს მოქმედი საკონსტიტუციო კონტროლის მოდელის არაეფექტურობაზე და მისი დახვეწის აუცილებლობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და სასამართლოს წევრების მოსაზრებებზე და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე. ამასთან ერთად მინიშნებულია ისიც, რომ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, რეტროაქტიული ეფექტის გავრცელება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სამართლის თეორიაში დაშვებულია. საბოლოოდ, სტატიის მიზანს წარმოადგენს იმის წარმოჩენა, რომ რეტროაქტიული ეფექტის გავრცელება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს იმას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გახდეს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური შიდა სამართლებრივი საშუალება, რომლის საშუალებითაც ინდივიდები შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვასა და მათ აღდგენას.

ავტორის ბიოგრაფია

  • მარინე კაპანაძე, სამართლის ბაკალავრი,

    სამართლის ბაკალავრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი,
    იურისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რეტროაქტიული ეფექტი. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 9, 33-50. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/90