საარჩევნო დავებზე დიფერენციაციის კონსტიტუციურობის შეფასების ტესტები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

ავტორები

  • ნინო კილასონია დოქტორი, ავტორი

ანოტაცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (შემდგომში სასამართლო) უფლებების დაცვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, უფლებაში ჩარევის შესაფასებლად სასამართლო მის მიერ დადგენილ მკაცრი შეფასების და რაციონალური დიფერენციაციის ტესტებს იყენებს.

დიფერენციაციის კონსტიტუციურობის შეფასების ტესტებით ხელმძღვანელობს სასამართლო საარჩევნო სფეროში უფლებების დარღვევის საკითხებზე მსჯელობისას, თუმცა საარჩევნო დავების გადაწყვეტისას მის მიერ გამოყენებული დიფერენციაციის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტი ერთნაირი არ არის. ერთ შემთხვევაში, სასამართლო მკაცრი შეფასების, ხოლო სხვა შემთხვევაში რაციონალური დიფერენციაციის ტესტს იყენებს.

საარჩევნო დავებში დიფერენციაციის კონსტიტუციურობის შეფასების არაერთგვაროვანი პრაქტიკის წარმოსაჩენად, წინამდებარე ნაშრომის პირველ თავში გაანალიზებული იქნება უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების საზღვარგარეთ და საქართველოში დამკვიდრებული ტესტები, მეორე თავში განხილული იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საარჩევნო სფეროში დიფერენციაციის კონსტიტუციურობის შეფასების ტესტების გამოყენებას ეხება, ხოლო დასკვნაში შეჯამებული იქნება ანალიზის შედეგები.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო კილასონია, დოქტორი,

    დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საარჩევნო დავებზე დიფერენციაციის კონსტიტუციურობის შეფასების ტესტები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 9, 91-111. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/93