კონსტიტუციურ უფლებათა იერარქიის პრაქტიკული ასპექტები

ავტორები

  • ნინო ლობჯანიძე ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი, ავტორი

ანოტაცია

ისტორიული წარსულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ადამიანის უფლებების განვითარება  არასდროს ყოფილა თანმიმდევრული. სახელმწიფოთა მხრიდან მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის აღიარების მიუხედავად, ძირითად უფლებებს მოქმედი სამართლის მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე არ ჰქონია.

ფუნდამენტური უფლებებისთვის იურიდიული ძალის მინიჭებით, პირს, საკუთარიუფლებების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება მიეცა. ამდენად, გამოიკვეთა უფლებათა მთავარი არსი და მნიშვნელობა, ადამიანების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან მათ უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით განესაზღვრა სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შესრულება.

1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში ხაზი გაესვა უფლებების საყოველთაო, ადამიანისგან განუყოფელ და ურთიერთთანასწორ ხასიათს. ამდენად, დოკუმენტმა გამორიცხა უფლებებს შორის იერარქიის არსებობა. თუმცა, ბოლო პერიოდში ფუნდამენტურ უფლებებს შორის კოლიზიის არსებობამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. აღნიშნულზე დაყრდნობით, ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადენს სხვადასხვა უფლებისთვის განსხვავებული წონისა და მნიშვნელობის მინიჭების საკითხი და ამ უკანასკნელის ურთიერთმიმართება უფლებათა იერარქიის ჩამოყალიბებასთან.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო ლობჯანიძე, ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი,

    ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

კონსტიტუციურ უფლებათა იერარქიის პრაქტიკული ასპექტები. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 12, 3-14. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/114