ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების სტანდარტი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით)

ავტორები

  • გივი ლუაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი ავტორი

ანოტაცია

ამ საკითხების განხილვისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლო აჩერებს ან არ აჩერებს სადავოდ გამხდარი ნორმატიული აქტის მოქმედებას. საინტერესოა, რა სტანდარტს იძლევა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ამ კუთხით საყურადღებოა 2016 წლის 3 ივნისამდე არსებული და შემდგომი ნორმატიული მოცემულობა. რეფორმამდე არსებული ჩანაწერის მიხედვით, ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება შესაძლებელი იყო, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევდა, „რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები“. რეფორმის შემდეგ კი მივიღეთ შემდეგი ჩანაწერი: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. ამ ჩანაწერის მიხედვით ისე გამოდის, თითქოს კანონმდებელმა გამოუსწორებელი ზიანის მიყენების სტანდარტი გადააქცია პლენუმისათვის ნორმატიული აქტის მოქმედები შეჩერების საკითხის გადაცემის სტანდარტად, ხოლო პლენუმის მიერ ნორმის შეჩერების საკითხი საკანონმდებლო სტანდარტის გარეშე დატოვა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი პრაქტიკის მიხედვით, ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების სტანდარტთან დაკავშირებით ყოველთვის აღნიშნავს, რომ ძირითადად გასათვალისწინებელია რამდენად დგას გამოუსწორებელი ზიანის საფრთხე1 და რა მოცემულობაში ხვდება სხვათა (მესამე პირთა) უფლებები.2 შესაბამისად, შევეხებით საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, თუ რა შემთხვევებს მიიჩნევს გამოუსწორებელ ზიანად, რა გაჰყავს მესამე პირთა ინტერესებში, ასევე უფლების აღდგენის შესაძლებლობის საკითხს, რადგან ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში სასამართლომ ამ მოტივით შეიძლება არ შეაჩეროს სადავო ნორმა.

ავტორის ბიოგრაფია

  • გივი ლუაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი (საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების სტანდარტი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით). (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 12, 15-30. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/115