კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობით განხორციელებული ფარული მიყურადება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

ავტორები

  • ნინო ჩოჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის კონსულტანტი. ავტორი

ანოტაცია

ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში პირადი ცხოვრების უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ადამიანთა დაცვა თვითნებური ფარული აუდიო/ვიდეოჩაწერისგან. შესაბამისად, აუცილებელია კანონმდებელმა შექმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს პირის განმარტოების უფლებაში ჩარევის ფარგლებს. ამ თვალსაზრისით დასადგენია, „კლასიკური ფორმისა“ (მიყურადება კომუნიკაციის მონაწილეთა ინფორმირების გარეშე მესამე პირის მიერ) და კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობით წარმოებული ფარული მიყურადების მიმართ მოქმედებს თუ არა კონსტიტუციური დაცვის ერთნაირი სტანდარტი. კერძოდ, შესაფასებელია საუბრის პარტნიორის თანხმობით მოსმენას/მიყურადებას დაქვემდებარებულ პირს აქვს თუ არა შესაძლებლობა, იდავოს პირადი ცხოვრების დარღვევის უფლებაზე, ხოლო შემდგომ უნდა განისაზღვროს, ასეთი ფარული მიყურადების ჩატარება საჭიროებს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დადგენილი ფორმალური კრიტერიუმების დაცვას.

ავტორის ბიოგრაფია

  • ნინო ჩოჩია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის კონსულტანტი.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის კონსულტანტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობით განხორციელებული ფარული მიყურადება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 12, 37-51. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/117