საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხებზე

ავტორები

  • ჯონი ხეცურიანი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ავტორი

ანოტაცია

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ უფლებამოსილებამ 2005 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონით მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ამ ცვლილებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება ამ ნაწილში შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო `,,იხილავს რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებულ დავას (საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის `,,დ" პუნქტი)." ამ უფლებამოსილების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა უშუალო დემოკრატიის ორი უმნიშვნელოვანესი ფორმის – რეფერენდუმისა და არჩევნების დანიშვნის (ან არდანიშვნის), სარეფერენდუმო საკითხის, რეფერენდუმისა და არჩევნების ჩატარების კონსტიტუციურობის თაობაზე წამოჭრილ დავებს.

ავტორის ბიოგრაფია

  • ჯონი ხეცურიანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

    იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხებზე. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 1, 58-63. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/15