ქალის უფლებათა დაცვა შეიარაღებული კონფლიქტებისა და საომარი ვითარების დროს, საერთაშორისო ინსტრუმენტები და პრაქტიკა
ანოტაცია
ქალის უფლებათა დაცვა შეიარაღებული კონფლიქტებისა და საომარი ვითარების დროს, ისევე როგორც კონფლიქტის შემდგომ პერიოდში, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. შეიარაღებული კონფლიქტების მიმდინარეობას თან ახლავს ქალთა და გოგონათა უფლებების მასობრივი დარღვევები, რაც კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით მწვავედ, დადასტურდა უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების პირობებში. სტატიის მიზანია, განიხილოს საერთაშორისო სამართლის უნივერსალური ინსტრუმენტებით ქალის უფლებათა დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში, რაც გამოწვეულია ქალთა და მამაკაცთა მიმართ განსხვავებული რისკების არსებობით. ასევე, სისხლის სამართლის ტრიბუნალების და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, სტატიაში წარმოდგენილია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და სამართლიანობის აღგენის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ქალის უფლებათა დარღვევებზე უშუალოდ შეიარაღებული კონფლიქტების დროს, სტატიის დასკვნით ნაწილში, ასევე იქნება მსჯელობა პოსტკონფლიქტურ პერიოდში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებაც.