თავდაცვისუნარიანი დემოკრატიიდან პრევენციულ სახელმწიფომდე?

ავტორები

  • ანდრაშ შაიო სამართლის პროფესორი, ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი. ავტორი

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში გთავაზობთ იმ კონსტიტუციური პარადიგმების განხილვას, რომლებიც კონტრტერორისტული მეთოდებიდან წარმოიშვა და იმ ლიბერალური და არალიბერალური დემოკრატიების მიერ გამოიყენება, რომლებიც საერ- თაშორისო ისლამური ტერორიზმის სირთულის წინაშე დგანან. უსაფრთხოების ზომები ინტელექტუალურად განსხვავებული მოდელების გარშემო იყრის თავს. უსაფრთხოების ზომების გამოყენება სხვადასხვა მოდელის ფარგლებში განსხვავებულ შედეგებს გვაძლევს შემდეგ სფეროებში: ძალთა გადანაწილება, უფლებათა სპექტრი, ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვების პროცედურები და ხარისხი. არსებულ მოდელებს წარმოგიდგენთ სტატიის პირველ ნაწილში, სადაც ვამტკიცებ, რომ, თუკი ტერორისტული საფრთხე გარდაუვალია, მა- შინ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის ინსტრუ- მენტები და პრევენციის ზომები ერთმანეთს შეერწყმება და წარმოშობს კონსტიტუციური წყობის ახალ ფორმას – კონტრტერორისტულ სახელმწიფოს. სტატიის მეორე ნაწილში უფრო დეტალურადაა აღწერილი სხვადასხვა კონსტიტუციური რეჟიმები, რომელთაც პოლიტიკური რეჟიმის დაშლის საფრთხეებთან გამკლავების გამოცდილება აქვთ. თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის და პრევენციული სახელმწიფოს ელემენტების, ასევე საგანგებო სიტუაციის მახასიათებლების განხილვა, ალბათ 

საინტერესო იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფოს რეაგირების ფორმების ანალიზი დროს. თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, როგორც კონსტიტუციურად ლეგიტიმური გადახვევა `ჩვეულებრივი~ კონსტიტუციონალიზმიდან, მისაღებია იმის გათვალისწინებით, რომ ტერორიზმი და ფუნდამენტალისტური პოლიტიკური მოძრაობები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. აქვე, ასევე განხილულია თანამედროვე სვლა `პრევენციული სახელმწიფოს~ მიმართულებით. `პრევენციული სახელმწიფო~ სოციალური სახელმწიფოს პატერნალიზმის ერთ-ერთი სპეციფიკური ფორმაა, რომელიც მიმართულია უსაფრთხოების არაპოლიტიკური საფრთხეების წინააღმდეგ. `პრევენციული სახელმწიფო~ თანდათანობითი კონსტიტუციური ცვლილებების შედეგია, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების სასამართლო რეინტერპრეტაციით იქმნება.

სტატიის მესამე ნაწილში განვიხილავ ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვების პოტენციურ სპექტრს კონტრტერორისტული სახელმწიფოს ფარგლებში. ასეთი შეზღუდვები დამოკიდებულია სოციალურ არჩევანზე, ამიტომ სტატიის მეოთხე ნაწილში ვასაბუთებ, რომ კატასტროფების, გაურკვეველი დაძაბული სიტუაციების და პანიკის დროს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი ირღევევა და გაუგებარი რჩება, ვინ მიიღებს საზოგადოებრივ გადაწყვეტილებას და განსაზღვრავს რისკის გაწევის სათანადო ხარისხს. რისკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ჩვეულებრივ ვითარებაში არსებული უფლებებიდან გამომდინარე პრინციპებს არ ეფუძნება. სერიოზული ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში, რასაც შესაძლოა მასობრივი განადგურება მოჰყვეს, სახელმწიფომ შესაძლოა შეცდომები დაუშვას ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის საკითხში, რასაც, თავის მხრივ, ასევე გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება. აღნიშნული წინა პირობა ფუნდამენტურად განსხვავდება `ნორმალური~ ვითარების დროს არსებული პირობებისგან, რა შემთხვევაშიც თავისუფლება კონსტიტუციურად გარანტირებულია.

კონსტიტუციონალიზმი, როგორც თავისუფლების უზრუნველმყოფი წყობა, რისკის გაწევასთან არის გადაჯაჭვული, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ზემოაღწერილი წინა პირობა შესაძლოა რეალური საფრთხის შემთხვევაშიც არ არსებობდეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფორმალური, კონსტიტუციური კონტრტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას არსებითი, პრინციპული და პრაგმატული საფუძვლები აქვს, რომლებიც შესაძლოა იყოს ან არ იყოს გასათვალისწინებელი, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია მეტ-ნაკლებად იმაზე, თუ რა ტიპის დემოკრატიასთან გვაქვს საქმე. ასეთი სახელმწიფოს ლეგიტიმურობის წინა პირობა ისაა, რომ სახელმწიფოს ფორმირება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების შედეგად უნდა ხდებოდეს. არადა, მოქალაქეებს ხშირად ართმევენ სახელმწიფოებრივ საქმეში მონაწილეობის უფლებას უსაფრთხოების დაცვის სახელით.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური სამართლებრივი თეორიის ფარგლებში, კატასტროფებმა შესაძლოა დემოკრატიულ წყობაში უფლებების გადაფასების საჭიროება მოიტანოს, ხოლო მასობრივი საერთაშორისო ტერორიზმი კი ასეთი ტიპის კატასტროფაა, კონტრტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრეცედენტი ჯერ კიდევ არ იკვეთება ტერორიზმთან დაკავშირებული ბუნდოვანების და სიფრთხილის ზომების გამო. პრაქტიკული თვალსაზრისით, კონტრტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბება გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრევენციულ სახელმწიფოდ გარდაქმნას, რომელშიც დაპატიმრების პრაქტიკა რეჟიმის ნაწილია. ასეთი სახელმწიფოს შექმნით, ჩვენ ,,`დიდი ძმის" დაზვერვის სისტემას და პოტენციურ გაურკვევლობას ვეთამაშებით ყოველდღიურ ყოფაში და ამას ვერც კი ვამჩნევთ. თუმცა ამჟამად სამართლებრივი სახელმწიფო არ ტოვებს თავის პოზიციებს ყველაზე ლიბერალურ დემოკრატიებში და კვლავ გვახსენებს, რომ შეზღუდვები არ არის ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ლეგიტიმური.

ავტორის ბიოგრაფია

  • ანდრაშ შაიო, სამართლის პროფესორი, ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი.

    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე. სამართლის პროფესორი, ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

თავდაცვისუნარიანი დემოკრატიიდან პრევენციულ სახელმწიფომდე?. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 1, 76-101. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/17