განსხვავებული და თანმხვედრი მოსაზრებების (დამოუკიდებელი მოსაზრებების) მნიშვნელობა საკონსტიტუციო და სასამართლო მეთვალყურეობის განვითარებისთვის სლოვენიის სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე

ავტორები

  • პროფესორი არნე მარიან მავჩიჩი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. ავტორი

ანოტაცია

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ანგლო-ამერიკული სასამართლოების გადაწყვეტილებებს შორის  არსებითი სხვაობაა. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოები `,,არაპირად" გადაწყვეტილებებს იღებენ ერთობლივად, ხოლო ანგლო-ამერიკულ სასამართლოებში ინდივიდუალურ მოსამართლეებს მათში პირადი წვლილი შეაქვთ. ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, ის ერთხმად იყო მიღებული თუ ხმათა უმრავლესობით, უფრო მეტიც, საერთოდ უცნობია, თუ რა პოზიცია გამოხატა რომელიმე მოსამართლემ კენჭისყრისას. ანგლო-ამერიკული ტიპის გადაწყვეტილებაში კი ცხადია, თუ როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული – ერთხმად თუ ხმათა უმრავლესობით, ჩანს, თუ როგორ უყარა კენჭი გადაწყვეტილებას ნებისმიერმა მოსამართლემ და, უფრო მეტიც, თუ რომელიმე მოსამართლე არ ეთანხმება უმრავლესობის აზრს, ის გადაწყვეტილების მისეულ ინტერპრეტაციას გადმოსცემს ან 

• თანმხვედრ მოსაზრებაში, როცა მოსამართლე ეთანხმება გადაწყვეტილებას, მაგრამ არა მოტივაციას; ან
• განსხვავებულ მოსაზრებაში, როცა მოსამართლე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

თავდაპირველად განსხვავებულ/თანმხვედრ მოსაზრებას მხოლოდ აშშ-ისა და საერთო სამართლის ან ამერიკული ტრადიციების სახელმწიფოებში, დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში, სკანდინავიასა და იაპონიაში აღიარებდნენ. დროთა განმავლობაში, უამრავი თეორიული თუ პოლიტიკური დაბრკოლების შემდეგ, განსხვავებულმა/თანმხვედრმა მოსაზრებამ ფეხი მოიკიდა კონტინენტური (ევროპული) სამართლის სისტემებშიც. ევროპის ცალკეული ქვეყნების საკონსტიტუციო/სასამართლო მეთვალყურეობის სისტემები დასცილდნენ გადაწყვეტილების მიღების იმ ფორმას, რომელიც ავსტრიული მოდელისთვის არის დამახასიათებელი; ისინი ნაწილობრივ უახლოვდებიან ამერიკული ტიპის გადაწყვეტილებას, რომელმაც შემოიტანა განსხვავებული/თანმხვედრი მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებებში (განსაკუთრებით კი ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ დანერგილ საკონსტიტუციო/სასამართლო მეთვალყურეობის სისტემებში).

რაც შეეხება ამ მოხსენებაში განხილულ გადაწყვეტილებებს, შეიძლება ითქვას, რომ მათზე გამოთქმული განსხვავებული/თანმხვედრი მოსაზრებები ორი სახისაა, კერძოდ:

• საჯარო, რომელიც ქვეყნდება შესაბამის გადაწყვეტილებასთან ერთად; • ანონიმური, რომელიც წერილობით ერთვის განსახილველი საქმის შიდა ნაწილს.

ზოგიერთი საკონსტიტუციო კონტროლის სისტემა არ აღიარებს განსხვავებულ/თანმხვედრ აზრს, მაგრამ საიდუმლოდ ინახავს კენჭისყრის შედეგებს, არც მათ აქვეყნებს და არც კენჭისყრაში მონაწილე მოსამართლეთა ვინაობას. ყველაზე მეტად ეს პრაქტიკა გავრცელებულია ხორვატიაში, გერმანიაში, საბერძნეთში,უნგრეთში, პორტუგალიაში, სლოვენიაში, ჩილეში, ესპანეთში, საქართველოში, ასევე არგენტინაში, კანადაში, ნორვეგიაში, მაკედონიაში, მონტენეგროში, სერბეთში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ამერიკათშორის სასამართლოში, პოლონეთში, ესტონეთში, რუმინეთში, მოლდავეთში, ბულგარეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, სომხეთში და ა.შ. პორტუგალიაში კენჭისყრის შედეგები და მოსამართლეთა ვინაობა ტრადიციულად სულ ქვეყნდებოდა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიცავდა მოსამართლეთა სახელებს და გვარებს. მეორე მხრივ, ესპანეთში დიდი ყურადღება მიიქცია განსხვავებული/თანმხვედრი მოსაზრებების ხშირად გამოჩენამ. აქ ეს პრაქტიკა ორივე ფორმით გვხვდებოდა (განსხვავებული აზრი, თანმხვედრი აზრი). მაგრამ განსხვავებულ/თანმხვედრ აზრს არ იყენებენ ევროპის თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლოში, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს, თუმცა ამ პრაქტიკას აღიარებს ევროკომისიაც და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც სტრასბურგში.

ავტორის ბიოგრაფია

  • პროფესორი არნე მარიან მავჩიჩი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

    იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

განსხვავებული და თანმხვედრი მოსაზრებების (დამოუკიდებელი მოსაზრებების) მნიშვნელობა საკონსტიტუციო და სასამართლო მეთვალყურეობის განვითარებისთვის სლოვენიის სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 4, 107-118. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/60