კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად სახელმწიფოებმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ

Authors

  • ალან გრინი დოქტორი, ბირმინგემის სამართლის სკოლის უფროსი ლექტორი. Author

Abstract

ეჭვგარეშეა, რომ კარლ შმიტი საგანგებო ვითარების საკითხებში ყველაზე გამორჩეული მეცნიერია. თუმცა, მისმა ცნობილმა გამონათქვამმა „მმართველი ის არის, ვინც საგანგებო წესებზე იღებს გადაწყვეტილებას“ გამოიწვია დისკუსია საგანგებო უფლებებზე, რითაც გამოიკვეთა ამ უფლებების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება იმ სამართლებრივ წესრიგთან, რომლის დაცვაც ევალებოდათ და დაკნინდა მათი დამცავი პოტენციალი. ამ ბლოგპოსტში განვიხილავ, რატომ უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის გამოყენება საგანგებო საკარანტინო უფლებამოსილებების ასამოქმედებლად კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. ეს არის „იდეალური საგანგებო მდგომაროების“ კონცეფციასთან ყველაზე ახლოს მდგომი სცენარი – სწორედ ისაა, რისთვისაც შეიქმნა საგანგებო მდგომარეობა. აღნიშნულის საპირისპიროდ და ადამიანის უფლებათა საზიანოდ, კონვენციის მე-15 მუხლის გამოუყენებლობა გამოიწვევს საგამონაკლისო უფლებამოსილებების ჩვეულ ნორმად გადაქცევას და ადამიანის უფლებათა დამცავი დებულებების ხანგრძლივ გაუარესებას.

Author Biography

  • ალან გრინი, დოქტორი, ბირმინგემის სამართლის სკოლის უფროსი ლექტორი.

    დოქტორი, ბირმინგემის სამართლის სკოლის უფროსი ლექტორი. მისი წიგნი „მუდმივმოქმედი საგანგებო
    მდგომარეობა და კანონის უზაესობა: კონსტიტუციები კრიზისის პერიოდში“ (Hart Publishing, 2018) გამორჩეული მეცნიერული ღირებულების გამო, მოხვდა 2018 წლის SLS ბირკის პრიზის სიაში.

Published

2024-09-07

Issue

Section

Articles

How to Cite

კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად სახელმწიფოებმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ. (2024). Constitutional Law Review, 14, 67-77. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/143