მოსაზრებანი კონსტიტუციის ჩანაწერის „მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას" შესახებ

ავტორები

  • ავთანდილ დემეტრაშვილი პროფესორ-ემერიტუსი, სამართლის დოქტორი. ავტორი

ანოტაცია

კონსტიტუციის ახალი რედაქციით ახლებურად არის გააზრებული საქართველოს მთავრობის როლი სახელმწიფოებრივ კონსტრუქციაში, იგი გამოცხადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ და მისი ეს მაღალი კონსტიტუციური სტატუსი უზრუნველყოფილია შესაფერისი უფლებამოსილებებით.

ამასთან, ჯერ კიდევ 2009-2010 წლის კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობისას გაჩნდა კითხვები მთავრობის ლეგიტიმურობის ხარისხის შესახებ იმ ვითარებაში, როდესაც მას გააჩნია მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის სტატუსი. ეს კითხვები უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2013 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ". ამ კანონის მიხედვით, გადასინჯვა შეეხო კონსტიტუციის სამი სხვადასხვა მუხლის 6 პუნქტს, თუმცა თითქმის ყოველი მათგანი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის თემას და აქცენტირებულია იმაზე, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე მისი (მთავრობის) მოვალეობა უნდა შეასრულოს „ძველმა" მთავრობამ. ეს კონსტიტუციური კანონი დროებითია, მოქმედებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე და, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზანს. მიუხედავად ამისა, ის, რომ საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელ უმრავლესობას არც კი უცდია ამ ინსტიტუტის (მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის) სრულყოფა, ცხადყოფს იმაზე, რომ იგი, ისევე როგორც კონსტიტუციონალისტთა უმრავლესობა, ვერ ხედავს „რისკებს", პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ლაფსუსებს, შესაძლო ჩიხურ სიტუაციებს და ეგუება მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის ლეგიტიმურობის იმ ხარისხს, რომელიც ამ ინსტიტუტის მარეგულირებელი დღევანდელი ნორმებით არის დადგენილი.

მთავრობა უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია. მხოლოდ მთავრობის ფუნქციებშია იძულება, სახელმწიფოს ფიზიკური რესურსების გამოყენება და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება, ამიტომ საკითხავია, რამდენად თავისუფლად შეუძლია ამ ფუნქციის განხორციელება და რესურსების გამოყენება მოვალეობის შემსრულებელ მთავრობას, რომელსაც როგორც დაკვირვებისას ვლინდება, შეიძლება ლეგიტიმურობა სულაც არ გააჩნდეს ან ჰქონდეს მისი დაბალი ხარისხი. საქართველოს კანონმდებლობა ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს უნდა გვაძლევდეს. აღნიშნულის საფუძველზე, თანმიმდევრულად განვიხილავთ მოქმედი მთავრობის უფლებამოსილებათა შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს, მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის გაჩენის პროცედურისა და არსებობის ვადების, აგრეთვე მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის შექმნის შესაძლებლობის, მიზანშეწონილობისა და მისი ლეგიტიმურობის ხარისხის საკითხებს.

ავტორის ბიოგრაფია

  • ავთანდილ დემეტრაშვილი, პროფესორ-ემერიტუსი, სამართლის დოქტორი.

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, სამართლის დოქტორი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-07

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

მოსაზრებანი კონსტიტუციის ჩანაწერის „მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას" შესახებ. (2024). საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 7, 14-23. https://clr.iliauni.edu.ge/index.php/journal/article/view/131

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები